აშშ-ის საკვები პროდუქტებისა და წამლების ხარისხის კონტროლის ორგანიზაციის შეკვეთით მკვლევარებმა შეადგინეს ჯანმრთელობისთვის სახიფათო საკვების რეიტინგი. სიაში მოხვდა სავსებით განსხვავებული პროდუქტები, რომელმაც უკანასკნელი ორი ათეული წლის მანძილზე დააზარალა ამერიკელების უმეტესი ნაწილი ათასზე მეტი სხვადასხვა დაავადების მასობრივი აფეთქებების გამოწვევით. ზოგიერთი პოზიცია სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, ზოგი კი სავსებით ლოგიკურია:
- კარტოფილის წილად მოვიდა დაავადებების დარეგისტრირებულ შემთხვევათა 3,6 ათასზე მეტი,
- კვერცხი პასუხისმგებელი აღმოჩნდა 11163 მოწამვლაზე, რომლის გამომწვევს 95% შემთხვევაში სალმონელა წარმოადგენდა. პრაქტიკულად ყოველთვის, დაავადების განვითარება დაკავშირებული იყო კვერცხის არასათანადო თერმულ დამუშავებასთან,
- თინუსის (თევზი) მოხმარებას უკავშირდება დაავადებათა 2341 შემთხვევა. 86%-ში ამის მიზეზი არის ტოქსიკური ცილა, რომელიც წარმოიქმნება თევზის არასწორი გაყინვისა და შენახვის გამო. სკომბროტოქსინის მიერ გამოწვეული მძიმე რეაქცია ალერგიული რეაქციის მსგავსია, მაგრამ ეს ტიპიური მოწამვლაა, რომელსაც თან ახლავს გამონაყარი, ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა, ტაქიკარდია და მხედველობის დაკარგვაც კი. მოწამვლა ხდება როგორც ახალი ისე კონსერვირებული თინუსით – ალბათობა დაახლოებით ერთნაირია.
- ანტირეიტინგის ლიდერი აღმოჩნდა მწვანილი მასთან დაკავშირებული დაავადებების 13568 შემთხვევით. ინტოქსიკაციის გამომწვევ ყველაზე გავრცელებულ 3 პათოგენს წარმოადგენს ნოროვირუსი, სალმონელა და ნაწლავის ჩხირი. მწვანილებთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ პირველად ორი წლის წინ ალაპარაკდნენ, როდესაც მეცნიერებმა წარმოადგინეს ანგარიში გრუნტის მასშტაბური დაბინძურებისა და ამის ფამო ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებების ამ ტერიტორიაზე აღმოცენებულ მცენარეებში აღმოჩენის შესახებ.
ყველაზე მავნე მიკრობ-პროვოკატორს სალმონელა წარმოადგენს. სწორედ იგი წარმოადგენს მთავარ მიზეზს კარტოფილით მოწამვლის 27% შემთხვევაში. საინტერესოა, რომ სალმონელების საყვარელი “ტკბილეული” არაქისი და არაქისის ზეთი არ აღმოჩნდა სახიფათო პროდუქტების პირველ ათეულში, უთმობს რა ადგილს, ისეთ უფრო სახიფათო პროდუქტებს, როგორიცაა, ყველი, პომოდორი ხამანწკებით, რომლითაც 1990 წელს რამდენიმე ათასი ამერიკელი მოიწამლა .
მკვლევართა თქმით, ყველაფრის მიზეზს პროდუქტების არასწორი დამუშავებისა და პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვის ნაკლებობა წარმოადგენს. სტატისტიკის მიხედვით, უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ამერიკელები 25%-ით უფრო იშვიათად იბანენ ხელებს ჭამის წინ.
http://MIGnews.com
2009.10.12