ზეითუნის ზეთში არსებული ბუნებრივი ნაერთი ოლეოკანტალი ცვლის იმ ნეიროტოქსიკური ცილის სტრუქტურას, რომელიც პასუხისმგებელია ალცჰეიმერის დავადების განვითარებაზე. ეს სტრუქტურული ცვლილება ეწინააღმდეგება ცილის მიერ თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაზიანების უნარს.
ამერიკელი მეცნიერების (ფილადელფია, აშშ) განცხადებით, ეს აღმოჩენა ხელს შეუწყობს ალცჰეიმერის დაავადების წინააღმდეგ უფრო ეფექტური მედიკამენტოზური თერაპიის შემუშავებას. ADDLs-ად წოდებული ცილები ამყარებენ კავშირს ტვინის ნერვულ სინაფსებს შორის და არღვევენ ნეირონების ფუნქციის, რაც საბოლოოდ მახსოვრობის დაკარგვას, ნერვული უჯრედების დაღუპვას და თავის ტვინის მუშაობის გლობალურ დისფუნქციას იწვევს. დადგინდა, რომ ზეითუნის ზეთში არსებულ ნივთიერებას შეუძლია ADDLs-ის სტრუქტურის ისე შეცვლა, რომ ხდება სიპაფსებს შორის კავშირის შენარჩუნება და დეგენერაციული მოშლილობის პროგრესირების ჩერდება.
ADDLs იდენტიფიცირებულია ნევროლოგების მიერ 998 წელს, რის მერეც მოხდა დიდი წინსვლა აზროვნების ძირითადი პროცესების, ალცჰეიმერის დაავადების მიზეზისა და განვითარების განსაზღვრაში. ADDLs, ასევე, ცნობილია, როგორც ბეტა -ამილოიდური ოლიგომერები – ისინი სტრუქტირულად განსხვავდებიან ამილოიდური ფოლაქებისგან, რომელიც გროვდება ზ.ა. დიაგნოზის მქონე პაციენტების თავის ტვინში. ლაბორატორიული ექსპერიმენტის საფუძველზე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ოლეოკანტალი ცვლის ADDLs-ის სტრუქტურას, ზრდის რა მის ზომას. ნივთიერების მცირე დოზები ეფექტურად ამცირებდა ADDLs-ის შეკავშირებას ჰიპოკამპის სინაფსებში. ეს ის უბანია, რომელიც მნიშვნელოვანია შესწავლისა და მახსოვრობისთვის. დაავადების დროს სწორედ ჰიპოკამპში ვლინდება თავის ტვინის მუშაობის პირველი დარღვევები.
მედიკოსების დასკვნით, ოლეოკანტალი იცავს თავის ტვინს ADDLs-ის მოქმედებით გამოწვეული სტრუქტურული დაზიანებისგან. ამის გარდა, დაფიქსირებულია, რომ ოლეოკანტალი აძლიერებს ანტისხეულების ფუნქციას, რომელიც ტოქსინების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ხასიათდება ძლიერი იმუნოლოგიური ეფექტით ორგანიზმში.
http://Ami-tass.ru
2009.10.06