მეცნიერების მიერ აივ-ვირუსით იმუნური უჯრედების დაზიანების მექანიზმის დადგენა ხელს შეუწყობს შიდსის სამკურნალოდ ახალი მიდგომის შემუშავებას.
მსოფლიოში აივ-ვირუსით 30 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული. ჩვეულებრივ, დაინფიცირების მწვავე სიმპტომებით გამოვლენის შემდეგ შიდსის მანიფესტაციამდე დგება ლატენტური პერიოდი რამდენიმე წლის მანძილზე.
აივ-ვირუსი სხეულის დაცვისა და მკურნალობისგან თავის ასარიდებლად გამოიმუშავებს სტრატეგიების მთელ რიგს. პაციენტის სხეულში ვირუსის ეფექტური გამრავლებისთვის წინაპირობას წარმოადგენს ვირუსის საკუთარი Nef პროტეინი. Nef პროტეინი (HIV-1 Nef) შიდსის პათოგენეზის საკვანძო ფაქტორია. Nef-ის გარეშე შიდსის განვითარება მნიშვნელოვნად ნელდება ან სრულიად ჩერდება.
დაავადების პათოგენთან გამკლავებისთვის იმუნური უჯრედი უნდა იყოს მობილური და უნდა ჩამოყალიბდეს ურთიერთკონტაქტი სხვა უჯრედებთან. აივ-ვირუსი ცვლის უჯრედოვანი სტრუქტურის სისტემას, რაც იწვევს უჯრედებში შეღწევის გაადვილებას. უჯრედოვანი სტრუქტურული ელემენტი აქტინი ეხმარება იმუნურ უჯრედებს გადაადგილებაში, რაც აუცილებელია უჯრედებს შორის ურთიერთკონტაქტის ჩამოყალიბებასა და ვირუსთან შებრძოლებისთვის. აივ-ვირუსი განსაკუთრებით უტევს T-ჰელპერის ტიპის იმუნურ უჯრედებს. ეს უჯრედები ანხორციელებენ არა მარტო პირდაპირ დაცვას “მტრებისაგან”, არამედ, ასევე, საჭირო რაოდენობის ანტისხეულების გამომუშავებასაც. ამას ისინი თავისი მობილურობის ხარჯზე ახდენენ.
მკვლევარები ექსპერიმენტებში აკვირდებობდნენ უჯრედების სწორედ ამ მობილობას და დაადგინეს, რომ უჯრედების მობილურობის ინჰიბირება ხდება აივ-ვირუსის Nef პროტეინით. Nef თრგუნავს უჯრედების გადაადგილების უნარს და იმუნური უჯრედები ვეღარ ფუნქციონირებენ.
ამ დრომდე Nef პროტეინი არასდროს ყოფილა ანტივირალური თერაპიის სამიზნე. მეცნიერების თქმით, მოლეკულური მექანიზმის ამოცნობა და Nef პროტეინის მნიშვნელობის დადგენა უთუოდ ხელს შეუწყობს ეფექტური მკურნალობის მეთოდის შემუშავებას.
http://www.elements4health.com
2009.09.18