ფრანგმა მეცნიერებმა საზამთროსა და ნესვში აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელსაც შეუძლია ქრონიკული სტრესის ბევრი სიმპტომის მნიშვნელოვანად შემცირება.
ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტები და მსგავსი თვისებების მქონე ნივთიერებები დაეხმარება ადამიანს გაუმკლავდეს სტრესს. ეს აღმოჩენა საშუალებას მისცემს მეცნიერებს შექმნან მკურნალობისა და რეაბილიტაციის უახლესი მეთოდები.
კვლევის პროცესში ფრანგმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საზამთროსა და ნესვში არსებული ფერმენტი სუპეროქსიდდიმუტაზა მნიშვნელოვნად ამცირებს ქრონიკული სტრესის ბევრ სიმპტომს. მკვლევარების თქმით, ეს ნივთიერება ხასიათდება ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედებით.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მათ უნდოდათ დაედგინათ აქტიური რადიკალების ორგანიზმის ქსოვილზე ზემოქმედების შემცირებით ადამიანის სულიერი მდგომარეობის გამოფიტვის თავიდან აცილების შესაძლებლობა.
დადებითი რეზულტატი დადასტურდა 70 მოხალისეზე ჩატარებული ტესტირებით. მათი ერთი ნახევარი ყოველდღიურად ღებულობდა ფერმენტ სუპეროქსიდდიმუტაზას შემცველ ტაბლეტებს, ხოლო მეორე ნახევარი – პლაცებოს. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ჯგუფი დასაწყისში აჩვენებდა სტრესის სიმპტომების კლებას, ეფექტი გაქრა ექსპერიმენტის უკვე მერვე დღეს. პირველმა ჯგუფმა აჩვენა მორალური მდგომარეობის გაუმჯობესების მნიშვნელოვნად უფრო სერიოზული ნიშნები, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაუმჯობესდა.
მკვლევართა აზრით, საუკეთესო ეფექტს ანტიოქსიდანტები ავლენენ გამოყენებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ. ახალი აღმოჩენის საფუძეველზე მეცნიერები გეგმავენ სტრესის მკურნალობისა და რეაბილიტაციის უახლესი მეთოდების შემუშავებას.
http://topnews.ru
2009.09.15