მერილენდის შტატის მეცნიერ-ბიოლოგის კრეიგ-ვენტერის (Craig Venter) განცხადებით, ხელოვნური სიცოცხლე შეიქმნება ოთხ თვეში. მისივე თქმით, ადამიანის გენომის გაშიფვრაზე მომუშავე მეცნიერთა გუნდმა წარმატებით გადალახა ლაბორატორიულ პირობებში ხელოვნური ორგანიზმის შექმნასთან დაკავშირებული კრიტიკული სიძნელეები და პირველ ნიმუშებს უკვე წლის ბოლოსთვის შემოგვთავაზებს.
დოქტორი ვენტერი ათი წელია მუშაობს ამ პრობლემაზე. ამჟამად სინთეზური ბიოლოგიის საფუძველზე იგი ქმნის ბაქტერიას, რომელიც გადააქცევს ნახშირს უფრო სუფთა ბუნებრივ გაზად, ხოლო წყალმცენარის მიერ კი მოხდება ნახშირორჟანგიდან ნახშირწყალბადის საწვავის სინთეზი. მეცნიერი, ასევე, მუშაობს ანალოგიური მეთოდით წამლებისა და ვაქცინების შექმნაზე.
ვენტერის გუნდმა შეიმუშავა ბაქტერიის დნმ-ის ტრანსპლანტაციის ახალი მეთოდი, რითად გადაილახა ის ძირითადი პრობლემა, რის გამოც ვერ ხერხდებოდა სინთეზური გენომის “მუშაობა” მიმღებ უჯრედში გადანერგვის შემდეგ.
2007 წელს ვენტერმა და მისმა კოლეგებმა მოახდინეს Mycoplasma mycoides ბაქტერიის გენომის იმპლანტაცია მონათესავე Mycoplasma capricolum-ის უჯრედში, რის შედეგადაც მოხდა ამ უკანასკნელის Mycoplasma mycoides-ად მუტაცია.
ამ ტრანსპლანტაციის წარმატება განაპირობა მეთილირებად წოდებულმა ქიმიურმა პროცესმა. აქამდე ვერ ხერხდებოდა ხელოვნური, “დაპროგრამებული” გენომის მეთილირების პროცესის განხორციელება, რაც ხელოვნური სიცოცხლის შემნის ძირითად დაბრკოლებას წარმოადგენდა. ეს პრობლემა გადაჭრა ვენტერის გუნდმა.
ამგვარად, მეცნიერები მოახდენენ ლაბორატორიულ პირობებში შექმნილი გენომის მეთილირებას, რაც უჯრედ-რეციპიენტში მისი წარმატებული ტრანსპლანტაციის საფუძველი იქნება.
Mark Henderson
http://www.timesonline.co.uk
2009.08.24