შოტლანდიელმა და სინგაპურელმა მეცნიერებმა გახსნეს ის საიდუმლოება, რომელიც არ ასვენებდა მკვლევარებს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ჯანმრთელობისთვის შავი ღვინოს სარგებლიანობის შესახებ: როგორ ხდება რესვერატროლით (მცენარეული ანტიოქსიდანტი) ანთებითი პროცესის კონტროლი?
ჟურნალ “FASEB”-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში მოცემულია რესვერატროლის ანთებით პროცესზე მოქმედების მექანიზმი, ასევე, მისი და მისი წარმოებულების გამოყენების საშუალებაც სიცოცხლისთვის ისეთი სახიფათო ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა აპენდიციტი, პერიტონიტი და სისტემური სეფსისი.
“მძიმე წვავე ანთებითი დაავადებები, როგორიცაა სეფსისი, ძალიან ძნელი სამკურნალოა და ყოველდღიურად ბევრი ადამიანის სიკვდილს იწვევს შესაბამისი მკურნალობის არარსებობის გამო”, ამბობს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე ალირიო მელენდეზი (Alirio Melendez). მისივე თქმით, ამ მდგომარეობიდან გადარჩენის შემთხვევაში ბევრი ადამიანის სიცოცხლე ნაკლებად ხარისხიანია, რადგან ანთებითი პროცესით ხდება სხვადასხვა შინაგანი ორგანოს დაზიანება. კვლევის მიზანს წარმოადგენდა მძიმე მწვავე ინფექციური დაავადებების ახალი სამკურნალო გზების მოძიება.
კვლევის პროცესში, მეცნიერები ახდენდნენ ანთებითი აგენტების მართვას თაგვების ორ ჯგუფში. ერთ ჯგუფი წინსწარ დამუშავებული იყო რესვერატროლით. იმ თაგვებს, რომლებიც წინასწარ არ იყვნენ დამუშავებული რესვერატროლით, აღენიშნათ ძლიერი ანთებითი საპასუხო რეაქცია მაშინ, როდესაც მეორე ჯგუფი დაცული აღმოჩნდა ანთებითი პროცესის განვითარებისგან. ამის შემდეგ, მკვლევარებმა გამოიკვლიეს თაგვების ქსოვილები რესვერატროლის ანთებისსაწინაარმდეგო დაცვითი ფუნქციის დასადგენად. აღმოჩნდა, რომ რესვერატროლის ზემოქმედებით სხეულში აღარ ხდება ანთებითი პროცესის მაპროვოცირებელი მოლეკულების - sphingosine kinase და phospholipase D-ას წარმოშობა.
აღნიშნული კვლევა რესვერატროლის გამოყენებით ახალი პრეპარატების შექმნისა და ანთებითი დაავადებების ეფექტური მკურნალობის საფუძველი შეიძლება გახდეს.
http://www.sciencedaily.com
2009.08.03