logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მწვანე ჩაის კომპონენტს აივ-ინფექციის ინჰიბირების პოტენცია აქვს

მკვლევარები ბეილორის სამედიცინო კოლეჯიდან და ტეხასის ბავშვთა ჰოსპიტალიდან იტყობინებიან, რომ მწვანე ჩაიში არსებულ ქიმიკატს აღმოაჩნდა აივ-1 ვირუსის (HIV-1) დაინფიცირებისაგან იმუნური სისტემის უჯრედების პრევენციისა და მკურნალობის უნარი.

კვლევებით დოქტორმა ქრისტინა ნენსმა და უილიამ ტ.შერერმა (Dr. Christina Nance and Dr. William T. Shearer) აჩვენეს, რომ მწვანე ჩაიში ნანახი epigallocatechin gallate ან EGCG ახდებს HIV-1-ვირუსის უჯრედში “შესასვლელ” მოლეკულასთან gp120 შეკავშირების უნარის ბლოკირებას. ეს იწვევს ვირუსის მიერ უჯრედის დაინფიცირების უნარის ინჰიბირებას.
 
“ამჟამად ჩვენ ვნახეთ, რომ EGCG ეფექტურია აივ-ვირუსის არა მარტო ამ სპეციფიკური შტამის მიმართ, არამედ ასევე მრავალი სხვა ქვეტიპისა და შტამის შემთხვევაშიც”, - აღნიშნავს დოქტორი ნენსი. მისივე თქმით, ეს უმნიშვნელოვანესია გლობალურ ასპექტში.

კვლევებით დადგინდა, რომ აღნიშნული ნაერთი ახდენს აივ-ვირუსის მოქმდების ინჰიბირებას ლიმფოციტებში ან T-უჯრედებში.

კვლევის დროს ლაბორატორიულ პირობებში განხორციელდა აივ/შიდსის არმქონე ადამიანების იმუნურ უჯრედებზე ჯერ ვირუსის ზემოქმედება, ხოლო შემდეგ აივ-დაინფიცირებულ იმუნურ უჯრედებზე – EGCG-ის ზემოქმედება. აღმოჩნდა, რომ ამ უკანასკნელმა მოახდინა ვირუსის მიერ სხვა უჯრედების დაინფიცირების ბლოკირება.

ნაერთის მოლეკულური კომპონენტებია pryogallol და galloyl, რომლებიც, როგორც ირკვევა პასუხისმგებლები არიან იმუნური სისტემის მთავარი კომპონენტის - T-უჯრედის CD4 მოლეკულისა და gp120 პროტეინის შეკავშირების პრევენციაზე.

ეს ეფექტი აღინიშნება ადამიანისათვის არატოქსიკური კონცენტრაციის პირობებში.

ამრიგად, EGCG, როგორც აივ-ინფექციის პოტენციური იაფი ინჰიბიტორი, შეიძლება გამოყენებული იყოს, სულ მცირე, როგორც დამხმარე საშუალება ანტირეტროვირუსულ მკურნალობაში.

ადრე შემუშავებული აივ-ვირუსის უჯრედში შეღწევის მაბლოკირებელი წამლები არაეფექტური ხდებოდა ვირუსის წამლებზე საპასუხოდ განვითარებული მუტაციის გამო. დოქტორი ნენსი იმედს გამოთქვამს, რომ ნატურალური პროდუქტიდან მიღებული EGCG-ის შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა მუტაციის გამოწვევა, თუმცა, სწორედ ამჟამად მეცნიერი ახორციელებს ტესტებს EGCG-ზე რეზისტენტული ფორმების შექმნის შესაძლებლობის განსაზღვრისათვის.

უახლოეს მომავალში დაიწყება აივ-ინფიცირებულ ადამიანებზე პრეპარატის უსაფრთხოების დასადგენი კვლევის 1 ფაზა.

http://www.elements4health.com

2009.07.21


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006