ამერიკელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ გაარკვიეს აივ-ინფიცირებულ ქალებში მამაკაცებთან შედარებით შიდსის უფრო სწრაფი განვითარების მიზეზი.
ეს შიდსის განვითარების ერთ-ერთი გამოცანაა. აქამდე მეცნიერებს არ შეეძლოთ იმის გაგება, თუ რატომ ხდება, რომ ქალებში აივ-დაინფიცირების ადრეულ სტადიაზე უკეთესი ბრძოლისუნარიანობა ვლინდება, ხოლო შემდეგ კი შიდსი ვითარდება უფრო სწრავად, ვიდრე მამაკაცების შემთხვევაში, რომლებიც იმყოფებიან დაინფიცირების იგივე სტადიაზე.
პასუხი იმალება ქალის იმუნური სისტემის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტის რეაქციაში, ანუ, მთავარ როლს თამაშობს სქესის ჰორმონალური განსხვავება. ამის შესახებ იუწყება ჟურნალი “Nature Medicine”.
მკვლევარების თქმით, აღნიშნული მიგნება ახალ შესაძლებლობებს იძლევა იმ მედიკამენტების წარმოებისთვის, რომელიც წინ აღუდგება ამ პროცესს.
ძირითადი ყურადღება ამ კვლევაში მიექცა პლაზმაციტოიდურ დენდრიტულ უჯრედებს (pDCs), რომელიც პირველი რეაგირებს იმუნური სისტემის დარღვევებზე.
სწორედ ეს უჯრედები ავლენენ “ბოროტმოქმედებს” და შემდგომ აფრთხილებენ ორგანიზმის დანარჩენ “დამცველებს”.
pDC-ის მიერ ხდება აივ-ვირუსის ამოცნობა Toll-რეცეპტორ 7-ის (TLR7) საშუალებით. TLR7-ის ჩართვის შემდეგ pDCs “გამოიძახებს” იმუნური სისტემის მნიშვნელოვან მოლეკულას - ინტერფერონ ალფას.
ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქალის ჰორმონის პროგესტერონის უფრო მაღალი დონე აძლიერებს pDC-ის აქტივობას.
ამის შემდეგ მკვლევარებმა დაადგინეს კავშირი ინტერფერონ ალფასა და იმუნური სისტემის “მძიმე არტილერიის” - CD8 უჯრედის აქტივაციას შორის.
წინა კვლევებში აღინიშნა ერთი საინტერესო ფენომენი - რაც მეტად ხდება CD8-ის აქტივაცია, მით უფრო სწრაფია შიდსის პროგრესირების პროცესი, რის შედეგადაც იმუნური სისტემა ისე ირღვევა, რომ ორგანიზმი ხდება ოპორტუნისტული ინფექციის მსხვერპლი.
http://MIGnews.com
2009.07.14