მკვლევარებმა კანადიდან და აშშ-დან დაადგინეს, თუ რატომ ხდება ანტირეტროვირუსული პრეპარატებით აივ-ინფექციის მხოლოდ პროგრესირების შენელება და არა მთლიანად პროცესის გაჩერება.
“მკურნალობის არსებული მეთოდები სპეციალისტებს ვირუსის გავრცელების კონტროლირებისა და შეზღუდვის საშუალებას აძლევს”- აღნიშნავს კვლევის წამყვანი ხელმძღვანელი რაფიკ-პიერ სეკალი მონრეალის უნივერსიტეტიდან. მისივე თქმით, დაავადების საბოლოო დამარცხებას ხელს უშლის პაციენტის ორგანიზმში დარჩენილი ვირუსის.
ცნობილია, რომ ვირუსი უპირველესად აინფიცირებს იმუნური სისტემის უჯრედებს (Т-ლიმფოციტებს, მაკროფაგებს, დენდრიტულ უჯრედებს). მეცნიერებმა განსაზღვრეს, რომ ვირუსის გადარჩენას ხელს უწყობს მეხსიერების Т-უჯრედების ორი ქვესახეობა, რომელიც ინახავს ინფორმაციას ადრე მოქმედი ანტიგენების შესახებ და ახდენს ე.წ. მეორადი იმუნური პასუხის ფორმირებას. ავტორებმა, ასევე, შეძლეს აღნიშნული ტიპის “ინფიცირებული” უჯრედების რაოდენობრივი მატების მექანიზმის გამოვლენაც: აღმოჩნდა, რომ ამ შემთხვევაში ვირუსის რეპროდუქცია არასტანდარტული გზით ხდება, უკავშირდება რა უჯრედების გაყოფის პროცესს.
“აივ-ინფექციისგან პაციენტის განთავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად მოხდება მკურნალობის ორი კურსის დანიშვნა – ამბობს სეკალი - ერთი, ტრადიციული მკურნალობა შეაკავებს ვირუსების რეპლიკაცას, ხოლო მეორე - შეაკავებს დაინფიცირებული მეხსიერების Т-უჯრედების გაყოფას. ხანგრძლივი მკურნალობის ფონზე ორგანიზმში ვირუსის კვალი, სავარაუდოდ, არ დარჩება.”
უახლოეს მომავალში მეცნიერები გეგმავენ შემუშავებული მეთოდის პრაქტიკულ ტესტირებას ცხოველებში.
http://MIGnews.com
2009.06.24