მოზარდებს, რომლებიც ღებულობენ ბევრ ხილსა და ბოსტნეულს, ნაკლებად აღენიშნებათ ფსიქიკური პრობლემები, აღნიშნავენ ავსტრალიელი მკვლევარები 14 წლის 1 600-ზე მეტ მოზარდზე ჩატარებული კვლევის საფუძველზე.
თერაპევტებმა გააანალიზეს მოზარდებში კვების რეჟიმი და აგრესიის ან დეპრესიის გამოვლენის ნიშნები. შედეგებმა აჩვენა კავშირი კვების დასავლურ სტილსა და ფსიქიკის დარღვევის განვითარებას შორის, მაშინ როდესაც, ბევრი ხილისა და ბოსტნეულის მიღების შემთხვევაში ბავშვები დაცული იყვნენ ფსიქიკური დაავადებებისაგან.
აღმოჩნდა, რომ ბავშვები თუ ხშირად მოიხმარდნენ წითელ ხორცს, საკონდიტრო ნაწარმს, თეთრ პურს და სვამდნენ ტკბილ გაზიან სასმელს, უფრო მეტად ხასიათდებოდნენ ემოციონალური და ქცევითი დარღვევებით. ყველა დასახელებულ პროდუქტს კვების დასავლური რაციონის კატეგორიას მიაკუთვნებენ. ექიმთა თქმით, ხილისა და ბოსტნეულის ყოველდღიური მოხმარებით უფრო ჯანსაღი კვების მიმდევარ მოზარდებს ფსიქიკური დარღვევების უფრო დაბალი რისკი აღენიშნებათ.
ფსიქოლოგთა გამოთვლით, ყოველი ემოციონალური პრობლემების მქონე მეხუთე ბავშვს ზრდასრულ ასაკში ექნება ამა თუ იმ ფორმის ფსიქიკური დარღვევა, ხოლო ფსიქიკის ყველა პრობლემის ნახევარი ახალგაზრდულ ასაკს უკავშირდება. 1985 წლიდან ბავშვებისა და მოაზარდების რაოდენობამ, არასწორი კვებითი რეჟიმითა და სიმსუქნის დიაგნოზით, ორჯერ იმატა. ამასთან ერთად, აღინიშნა იმ ბავშვთა რისხვის მატება, რომლებიც ხასითდებინ პასიური ცხოვრების წესით, შეცვალეს რა სუფთა ჰაერზე აქტიური თამაშები ტელევიზორითა და კომპიუტერით.
კვებასა და ცხოვრების წესთან პირდაპირ კავშირშია მომავალი თაობის არა მარტო ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ჯანმრთელობაც და ზ.ა. კვლევა ადასტურებს ამ იდეა, აღნიშნავენ კლინიცისტები.
http://medlinks.ru
2009.06.08