logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჭეშმარიტი სიყვარულის საიდუმლო შეიძლება გენეტიკურ განსხვავებაში იდოს

ახალი კვლევის თანახმად, ქალსა და მამაკაცს შორის სქესობრივ ლტოლვის არსებობას შეიძლება საფუძვლად ედოს ბიოლოგიური მექანიზმი. როგორც ირკვევა, განსხვავებული გენების მქონე მამაკაცებისა და ქალების დაქორწინება უფრო სავარაუდოა, ვიდრე მსგავსი გენეტიკური მემკვიდრეობის მქონე ადამიანებისა. კვლევამ აჩვენა, რომ განსაზღვრული გენები აკონტროლებენ ქვეცნობიერ ლტოლვას ამა თუ იმ პარტნიორისადმი, რაც განაპირობებს ახლონათესაური შეწყვილების პრევენციასა და ბავშვების იმუნური სისტემის გაძლიერებას.
მკვლევარებმა შეისწავლეს 90 დაქორწინებული წყვილის გენები და აღმოაჩინეს, რომ მათი ქრომოსომების საკვანძო უბანში განთავსებული დნმ-ები მნიშვნელოვნად განსხვავდება იგივე უბანში განთავსებული იმ 152 წყვილის დნმ-ებისგან, რომლებიც შერჩეულნი იყვნენ შემთხვევითი არჩევის მეთოდით და არ ჰქონდათ ერთმანეთთან სქესობრივი კავშირი.
გენები, სახელწოდებით ჰისტოშეთავსებადობის მთავარი კომპლექსი (MHC), წარმოადგენს იმუნური სისტემის ნაწილს. ეს პირველი კვლევაა, რომელიც აჩვენებს ამ გენების მნიშვნელოვან როლს ადამიანთა დაწყვილების პროცესში.
MHC გენების მნიშვნელობის არარსებობის შემთხვევაში მკვლევარები მიიღებდნენ მსგავს განსხვავებებს წყვილების როგორც დაქორწინებულ, ისე არადაქორწინებულ ჯგუფებში. კვლევის დროს კი აღმოჩნდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ამ ორ ჯგუფს შორის, რაც ადასტურებს MHC გენების მნიშვნელობას სქესობრივი მიზიდულობის განვითარებაში.
“მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ადამიანები ირჩევენ მსგავს პარტნიორებს, ჩვენმა კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ სწორედ განსხვავებები განაპირობებენ წარმატებულ რეპროდუქციას და ქვეცნობიერი ლტოლვა ჯანმრთელი შთამომავლობისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორის შერჩევის დროს,”- ამბობს ბრაზილიელი მეცნიერი პროფესორი მარია და გრასა ბიკალიო (Maria da Graca Bicalho).
მისივე თქმით, მეცნიერები ვარაუდობენ კულტურული ასპექტის როლის დადგენას დაწყვილების პროცესში და არ არინ იმ თეორიის მკაცრად გამტარებლები, რომ გარკვეული გენეტიკური ვარიანტი მკაცრად განსაზღვრავს ქალის ან მამაკაცის ქმედებას, თუმცა პარტნიორის არჩევაში ქვეცნობიერი ევოლუციური ასპექტი არ უნდა იყოს უგულებელყოფილი.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ MHC გენებს დაავადების საწინააღმდეგო მოქმედებასთან ერთად აღენიშნება ფაქიზი ეფექტი სხეულის არომატსა და ფერომონებზე, რაც შეიძლება მოქმედებდეს საწინააღმდეგო სქესის ქვეცნობიერ მიზიდულობაზე.

Steve Connor

http://www.independent.co.uk

2009.05.28


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006