logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    გენეტიკური კავშირი პერიოდონტიტსა და გულის ინფარქტს შორის

მეცნიერები რამდენიმე წელია ვარაუდობდნენ პერიოდონტიტსა და გულის ინფარქტს შორის კავშირის შესახებ. ამჯერად მკვლევარებმა პირველად აღმოაჩინეს ამ ორ მდგომარეობას შორის გენეტიკური კავშირი, რის შესახებაც განაცხადეს ადამიანის გენეტიკის ევროპული საზოგადოების კონფერენციაზე.
გერმანელი დოქტორის არნე შეფერის (Arne Schaefer) თქმით, მისმა გუნდმა აღმოაჩინა ამ ორი დაავადების განვითარებასთან დაკავშირებული გენი, რომელიც განთავსებულია მე-9 ქრომოსომში. 9p21.3 ქრომოსომული ლოკუსი უფრო ადრე იყო იდენტიფიცირებული, როგორც მიოკარდიუმის ინფარქტთან ასოცირებული უბანი. ამჟამად ამ უბნის შესწავლა მოხდა აგრესიული ადრეულად გამოვლენილი პერიოდონტიტის მქონე 151 პაციენტსა და გულის იშემიური დაავადების (გიდ) მქონე 1097 პაციენტში, რომელთაც გადატანილი ჰქონდათ მიოკარდიუმის ინფარქტი. გენეტიკური ვარიანტი ორივე კლინიკურ შემთხვევაში იყო იდენტური. იგივე დადასტურდა გიდ-ის მქონე 1100 პაციენტსა და პერიოდონტიტის მქონე 180 პაციენტზე შემდგომში ჩატარებული კვლევითაც. დოქტორი შეფერი აღნიშნავს, რომ ზ.ა. გენეტიკური რისკ-ვარიანტი იწვევს ANRIL დნმ-ის კოდირებას, რომელიც იდენტურია ორივე დაავადებისთვის.
გიდ მსოფლიოში სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია. პერიოდონტიტი იწვევს კბილების საყრდენი შემაერთებელი და ძვლოვანი ქსოვილების დაზიანებას, რაც 40 წლის ასაკის ზემოთ კბილების დაკარგვის მთავარ მიზეზს წარმოადგენს. პერიოდონტიტი აღენიშნება 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების დაახლოებით 90%-ს. ორივე დაავადება დაკავშირებულია, ასევე, საერთო რისკ-ფაქტორებთან, როგორიცაა, მოწევა, დიაბეტი, სიმსუქნე და მამრობითი სქესი. დადგენილია, ასევე, პირის ღრუსა და ათეროსკლეროზული ფოლაქის ბაქტერიული ფლორის იდენტურობა, მსგავსი არაბალანსირებული იმუნური სისტემისა და ქრონიკული ანთებითი პროცესის არსებობა ორივე დაავადების შემთხვევაში.
“ახლა დარწმუნებული ვართ ამ ორ დაავადებას შორის მყარი გენეტიკური კავშირის არსებობაში. პერიოდონტიტის მქონე პაციენტი უნდა ეცადოს შეამციროს რისკ-ფაქტორების მოქმედება და განახორციელოს პრევენციული ზომები დაავადების ადრეულ სტადიაზე”, - ამბობს დოქტორი შეფერი. მისივე თქმით, მომავალში სპეციფიკური პათოფიზიოლოგიური პროცესების უკეთ გარკვევით, უთუოდ შესაძლებელი გახდება ეფექტური ჩარევის განხორციელება დაავადების გამოვლენამდე.

http://www.sciencedaily.com

2009.05.27


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006