ლაბორატორიულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ნუშს აქვს იმუნური სისტემის გაძლიერების პოტენციალი და იწვევს ანთებითი პროცესების შესუსტებას. ამის შესახებ მოხსენება გაკეთდა ამერიკის მიკრობიოლოგიური საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაზე ფილადელფიაში.
ნაშრომის წარმდგენის ნორიჯის საკვები პროდუქტების კვლევითი ინსტიტუტის დოქტორის ჯიუზეპინა მანდალარის (Giuseppina Mandalari) თქმით, ნუში შეიძლება გამოყენებულ იქნას ინფექციური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ. ნუშის ქერქს შეუძლია იმუნური პასუხის მოდულაცია და პოზიტიური აქტივობა ახალი ანტივირუსული აგენტის სახით.
მანდალარისა და მისი კოლეგების მიერ შეფასდა ნუშის ქერქის ეფექტი იმუნური კომპონენტების გამონთავისუფლებაზე უჯრედებში, რომელთა ნაწილი დაინფიცირებული იყო გენიტალური ჰერპეს ვირუსით HSV-2.
დადგინდა, რომ ქერქის გამოყენების შემთხვევაში აღინიშნებოდა HSV-2 რეპლიკაციის მნიშვნელოვანი დაქვეითება.
Megan Rauscher
http://www.reuters.com
2009.05.21