მკვლევარებმა აღმოაჩინეს ტექნოლოგია, რომელმაც შეიძლება საბოლოოდ გადაჭრას შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პრობლემა. ვირუსის სხეულში მოთავსებული ხელოვნური ანტისხეულის მაიმუნის სხეულში შეყვანით ცხოველები დაცული აღმოჩნდნენ დაინფიცირებისგან, აცხადებენ მკვლევარები ჟურნალში “Nature Medicine”. ეს ფატალური და ინკურაბელური ვირუსისაგან ადამიანთა პრევენციისთვის იმედისმომცემი სიახლეა.
“ცხრა იმუნიზებული მაიმუნიდან ექვსი არ დაინფიცირდა და ყველა დაცული აღმოჩნდა შიდსის განვითარებისგან”, - აღნიშნავენ ფილადელფიელი მკვლევარი ფილიპ ჯონსონი (Philip Johnson) და მისი კოლეგები.
შიდსი უტევს ვირუსის საწინააღმდეგო მოქმედების მქონე იმუნურ უჯრედებს, შემდეგ კი მისი გამომწვევი ახერხებს ჯერ-ჯერობით უცნობ “რეზერვუარში” დამალვას. ადამიანი, ჩვეულებრივ, ვერ ახდენს ვირუსის წინააღმდეგ ანტისხეულის გამომუშავებას. ანტისხეული არის იმუნური სისტემის ნაწილაკი, რომელიც უკავშირდება მკვლელ უჯრედებს და ანადგურებს მათ.
ჯონსონის გუნდმა შექმნა დნმ-ის ხელოვნური მონაკვეთიდან ხელოვნური ანტისხეული სახელწოდებით ანტისხეულის მსგავსი პროტეინი ან იმუნოადჰეზინი. დნმ-ის ეს მონაკვეთი მოათავსეს ვირუსში და ეს ე.წ ადენოასოცირებული ვირუსი ანუ AAV შეუყვანეს მაიმუნებს. ამის შემდეგ მაიმუნების შიდსის ვირუსით დაინფიცირების მცდელობა ექვს შემთხვევაში უშედეგო აღმოჩნდა, ხოლო დაინფიცირებული სამი მაიმუნიდან არც ერთს არ განუვითარდა შიდსი.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ იმედისმომცემი შედეგის მიუხედავად საჭიროა კვლევების ჩატარება ამ ტექნოლოგიის უსაფრთხოების დადგენისთვის.
შიდსის ექსპერტთა უმრავლესობა აივ-ინფექციის პანდემიის საწინააღმდეგო ერთადერთ იმედს ვაქცინის შემუშავებაში ხედავს. 1980 წლიდან ამ ვირუსმა მოკლა 25 მლნ ადამიანი და დააინფიცირა 33 მლნ ადამიანი.
არსებობს წამლები, რომელსაც შეუძლია ინფექციის კონტროლი, თუმცა ისინი ძვირადღირებულია, ამავე დროს, აღენიშნებათ გვერდითი მოვლენები და ხშირად გარკვეული დროის შემდეგ აღარ არის ეფექტური და საჭიროებს სხვა წამლებზე გადასვლას.
Maggie Fox
http://www.reuters.com
2009.05.18