logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    პროტეინის მნიშვნელობა ანევრიზმის განვითარებისთვის

ამერიკელი მეცნიერების თქმით, შესაძლებელია მუცლის აორტის ანევრიზმის განვითარების ეფექტური პრევენცია.
ნიუ-იორკის როჩესტერის სამედიცინო ცენტრის უნივერსიტეტის მკვლევარები აღნიშნავენ, რომ გენეტიკურად განწყობილ თაგვებში პროტეინ cyclophilin A -ის წარმომქმნელი გენის მოცილებით ხდება ანევრიზმის განვითარების პრევენცია.
მკვლევარები ეძებენ ისეთ წამალს, რომელიც გამოიწვევდა ამ პროტეინის ბლოკირებას ადამიანებში. ეს წარმოადგენს მუცლის აორტის ანევრიზმის განვითარების პრევენციის ახალ გზას. ამ დიაგნოზით ყოველწლიურად აშშ-ში მოულოდნელად იღუპება 15 000 ადამიანი.
მუცლის აორტის ანევრიზმის განვითარდება იწყება სისხლძარღვის კედელში სუსტი ადგილის გაჩენით, სადაც შემდეგ ვითარდება კედლის გამობერილობა. ეს პროცესი ხშირად შეუმჩნეველია და გასკდომის დროს 90% შემთხვევაში ფატალურია.
კვლევის ხელმძღვანელი დოქტორი ბრედფორდ ბერკი (Bradford Berk) ამბობს, რომ cyclophilin A პროტეინი პრევენციის ძალზედ მიზანმიმართული საშუალებაა.
მუცლის აორტაზე განხორციელებული წინა კვლევებით აღნიშნული იყო, რომ სისხლის წნევის მაკონტროლებელი ჰორმონი ანგიოტენზინ II იწვევს სისხლძარღვის დაზიანებას. ბერკის თქმით, ანგიოტენზინ II-ის საშუალებით ხდება cyclophilin A-ს განთავისუფლება, რასაც თან ახლავს მთელი რიგი დაზიანებები. იგი მრავალი გზით უწყობს ხელს ანევრიზმის ფორმირებას.
Cyclophilin A იწვევს მავნე რეაქტიული ჟანგბადის ფორმების პროდუქციას, რაც ასტიმულირებს უჯრედების თვითდესტრუქციას. იგი ასევე აძლიერებს ანთებით პროცესს და სისხლძარღვის კედლის სტრუქტურული კომპონენტების დეგრადაციას.
Cyclophilin A-ს მნიშვნელობის დასადგენად ბერკმა და მისმა კოლეგებმა გამოიყენეს მაღალი ქოლესტერინისა და არტერიული წნევისადმი მიდრეკილი თაგვები.
ამ ჯგუფიდან მათ გამოიყვანეს cyclophilin A-ის დეფიციტის მქონე თაგვები. ყველა თაგვს მკურნალობდნენ ანგიოტენზინ II-ის საშუალებით, რაც, როგორც ცნობილია, იწვევს არტერიული წნევის მატებასა და ანევრიზმის განვითარების დაჩქარებას.
Cyclophilin A-ის ნორმალური შემცველობის მქონე თაგვების 78%-ში განვითარდა აორტის ანევრიზმა, აღნიშნული პროცესი არ განვითარდა cyclophilin A-ის დეფიციტის მქონე არცერთ თაგვში.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ერთი პროტეინის მოცილებით აბსოლუტური პროტექციის უზრუნველყოფა ექსტრემალური უჩვეულობაა, თუმცა ეს მაჩვენებელია იმისი, რომ cyclophilin A ხელს უწყობს სისხლძარღვებში მოქმედი სამი დესტრუქციული ძალის აქტივობას, რაც ვლინდება ჟანგვითი, ანთებითი და სტრუქტურული დეგრადაციული პროცესებით.
ბერკის თქმით, აღნიშნული პროტეინი ნანახია ადამიანთა ანევრიზმების უმრავლესობაში. მისი თქმით, ცნობილია გარკვეული წამლების - სტატინებისა და ანგიოტენზინ-ინჰიბიტორების - პრევენციული ეფექტის შესახებ და cyclophilin A-ზე მოქმედი წამლის დამატებით გამოყენება უფრო გააძლიერებს აღნიშნულ ეფექტს.

Julie Steenhuysen

http://www.reuters.com

2009.05.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006