თაგვებზე ჩატარებულმა კვლევემ აჩვენა, თუ როგორ ხდება სამი გენის საშუალებით სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედების მიერ ბუნებრივი ბარიერის გადალახვა და თავის ტვინში გავრცელება.
ადრინდელი კვლევებით ცნობილი იყო, რომ ორი გენი, COX2 და HB-EGF, ხელს უწყობდა სიმსივნის ფილტვებში გავრცელებას.
მესამე გენი - ST6GALNAC5 – აღმოჩნდა, რომ ქმნიდა კიბოს უჯრედების გარშემო წებოვან გარსს, რაც ხელს უწყობდა მათ უწვრილეს სისხლძარღვებში შეჩერებასა და შემდგომში თავის ტვინის ქსოვილებში გავრცელებას.
“ჩვენმა კვლევამ ნათელი მოჰფინა გენების როლს სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედების გავრცელების პროცესში” - განაცხადეს ამერიკელმა მკვლევარებმა ჯაონ მესეჯუმ (Joan Massague) და ჰოვარდ ჰუისმა (Howard Hughes).
სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედების თავის ტვინში გავრცელდბისთვის უნდა მოხდეს ჰემატო-ენცეფალური ბარიერის გადალახვა. ჩვეულებრივ, ეს ბუნებრივი ბარიერი ხელს უშლის სისხლში არსებული ტოქსინების თავის ტვინის ქსოვილებში შეღწევას. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი სიმსივნის უჯრედი ახერხებს ბარიერის გარღვევას პირველადი სიმსივნის ამოკვეთიდან რამდენიმე წლის შემდეგაც.
იმის დასადგენად, თუ როგორ ხდება ეს, მკვლევარებმა გამოიყენეს გავრცელებული ფორმის მქონე სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედები, რომელიც შეუყვანეს თაგვებს და მოახდინეს მათზე დაკვირვება.
მათ გააანალიზეს თაგვისა და ადამიანის უჯრედების გენები, რომლებიც გამოირჩეოდნენ ყველაზე მეტი აქტიურობით.
COX2 და HB-EGF გენები უზრუნველყოფდნენ უჯრედების უფრო მეტ მობილურობასა და ინვაზიურობას, ხოლო T6GALNAC5 გენი სათანადო ქიმიური რეაქციების გააქტიურებით იწვევდა სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედების წებოვან გარსის განვითარებას.
მეცნიერების აზრით, ამ კვლევის საფუძველზე შესაძლებელი გახდება ამ პროცესის მაბლოკირებელი წამლების შექმნა.
სარძევე ჯირკვლის კიბო წარმოადგენს გლობალურად ქალებში სიკვდილიანობის გამომწვევ ძირითად დაავადებას. ყოველწლიურად ეს დაავადება უდასტურდება 1,2 მლნ ადამიანს და არის 500 000 ადამიანის სიკვდილის მიზეზი.
http://www.reuters.com
2009.05.07