ახალი კვლევის თანახმად, ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ღვინის მსუბუქი მოხმარება – დაახლოებით ნახევარი ჭიქა დღეში – სიცოცხლის გახანგრძლივებას უწყობს ხელს.
კვლევაში მონაწილეობდნენ შემთხვევითობის პრინციპით არჩეული დანიელი მამაკაცები, რომლებზეც დაკვირვება ხდებოდა 1960-დან 2000 წლამდე პერიოდში Zutphen Study სახელწოდებით ცნობილი კვლევის ფარგლებში. მონაწილეებში ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ღვინის მსუბუქი მოხმარება ასოცირდებოდა სიცოცხლის დაახლოებიით 5 წლით მატებასთან და სარგებელი არ იყო დამოუკიდებელი მოხმარებული ალკოჰოლის მთლიან რაოდენობაზე, აცხადებენ ვაგენინგენის უნივერსიტეტის დოქტორი მარტინეტ ტ.სტრეპელი და მისი კოლეგები ჟურნალში “Journal of Epidemiology and Community Health”.
კვლევის თანახმად, 40-წლიანი მინიტორინგის პერიოდში 1130 მამაკაცი 1370-დან მოკვდა. სიკვდილის საშუალო ასაკი იყო 70 წელი.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა ყოველდრიურად 20 გრამამდე ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში 2,3 წლით მეტი იყო არამსმელებთან შედარებით. ამაზე მეტის მოხმარება ამცირებდა სარგებელს. ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ყოველდღიურად ღვინიდან 2 გრამი ალკოჰოლის მიღება, საშუალოდ, ზრდიდა სიცოცხლის ხანგრძლივობას 2,5 წლით ლუდისა და სპირტის მომხმარებლებთან, ხოლო 4,7 წლით არამსმელებთან შედარებით. კვლევის დროს გამოყენებული ღვინის 70% წითელი ღვინო იყო.
კავშირი ღვინის მოხმარებასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის რჩებოდა იგივე სოციალ-ეკონომიკური, დიეტური და სხვა ფაქტორების გათვალისწინების შემდეგაც.
http://www.reuters.com
2009.05.06