logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ო ს ტ ე ო პ ო რ ო ზ ი - ჩუმი ეპიდემია

პრობლემები, რომელიც შეიძლება თავს დაგატყდეთ ოსტეოპოროზის განვითარების გამო დიდ საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დაავადების დროული გამოვლენა და მკურნალობა შესაძლებელია.


ჩვენ და ჰორმონები

ჰორმონების თამაში ადამიანის ორგანიზმს მუდამ თან სდევს. ის განაპირობებს სქესობრივ კუთვნილებას, ბავშვის არჩევანს თოჯინასა და ავტომანქანას შორის. რა აიძულებს მამაკაცს თვალი გააყოლოს ქუჩაში მიმავალ ტანად ქალიშვილს? რა უბიძგებს მოზარდის ინტერესს თანატოლი გოგოს მიმართ. კვლავ და კვლავ ჰორმონები. ისინი მოქმედებენ ადამიანის ცხოვრებისეულ აქტივობაზე, აყალიბებენ პიროვნების იერსახეს და თავისებურებას.


შემოდგომა

მაგრამ დგება ადამიანის ცხოვრებაში სულის დაწყნარების ჟამი. ჰორმონები თითქოს უკან იხევენ და თან მიაქვთ ახალგაზრდული ბობოქრობა, ბავშვური წყენა და მოზარდობის პერიოდის პრობლემები. ეს ხანა ცხოვრების შემოდგომაა. ეხლა თამაში სხვა სახეს იღებს. წაგების მეტი ალბათობაა და ამიტომაც მეტი ყურადღება გვმართებს საკუთარი თავის მიმართ.


აღვადგონოთ დაკარგული პოზიციები

ორგანიზმის ერთ-ერთი დაკარგული პოზიცია არის კალციუმის ცვლის დარღვევა. თავისი ბიოლოგიური მნიშვნელობით კალციუმი აღმაშენებელია. მას შეიცავს ცხოველებისა და მცენარეების უკლებლივ ყველა ქსოვილი. კალციუმის უმცირესი ნაწილაკები გავლენას ახდენს უჯრედებში მიმდინარე პროცესებზე: ააქტიურებენ ფერმენტებს, ხელს უწყობენ სისხლის შედედებას, მოქმედებენ გულის შეკუმშვაზე, კალციუმის რაოდენობა ჩვენს ორგანიზმში თითქმის 1 კგ. აღწევს.


Ca– აღმაშენებელი

კალციუმის ძირითადი მასა ორგანიზმის ძვლოვანი საყრდენის შენებას ხმარდება. ძვლები გვაძლევს საშუალებას, დავძლიოთ დედამიწის მიზიდულობა. ადამიანის ორგანიზმში 200-ზე მეტი ძვალია, რომელთა საერთო წონა მოზრდილ ადამიანში 12 კგ. აღწევს. ჩონჩხი თავისებური რეზერვუარია, საიდანაც ორგანიზმს შეუძლია, მოახდინოს მისთვის საჭირო კალციუმის მობილიზაცია. ახლა ალბათ უკვე აღარ გაგვიკვირდება, რომ ჩვენი მოთხოვნილება Ca-ზე დიდია – მოზრდილი ადამიანისათვის 1 კგ წონაზე 8 მგ (დაახლოებით 1500 მგ დღეში), ორსულ და მეძუძურ ქალებში 24 მგ, ჩვილებში – 50 მგ.


როდესაც წონასწორობა ირღვევა

ძვლის განახლება მუდმივი პროცესია. ძვლის დაშლა და აღდგენა ერთდოულად მიმდინარეობს. ეს პროცესი ჰორმონების კონტროლს ექვემდებარება. სწორედ ამ ჰორმონალურ სასწორზე ხდება ძვლის ქსოვილის დოზირება. როდესაც არსებული წონასწორობა ირღვევა, იწყება ოსტეოპოროზი – ძვლის მასის პროგრესული კლება.


რა უნდა ვიცოდეთ

ფაქტორები, რომლებიც ზრდიან ოსტეოპოროზის განვითარების რისკს კარგადაა ცნობილი: თამბაქო, ყავა, ალკოჰოლი, არასწორი კვება, უმოძრაობა და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი – კლიმაქტერული პერიოდი, რომელსაც თან სდევს ჰორმონალური ფონის ცვლილება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი პრეპარატების ხანგრძლივად მიღება ხელს უწყობს ოსტეოპოროზის განვითარებას, ესენია: ჰორმონები, საძილე საშუალებები, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები და სხვა.

ყურადღება – მენოპაუზა!

კლიმაქსის შედეგად განვითარებული ოსტეოპოროზი თავს იჩენს მენოპაუზის დაწყებიდან 5-10 წლის განმავლობაში. ქალის ჩონჩხი იმ პერიოდში კარგავს მოცულობის 10-20%-ს. 70 წლის შემდეგ ოსტეოპოროზის მოვლენები ღრმავდება, მიზეზი კი ჰორმონალური ნაკლოვანებაა.

დავაკვირდეთ ჩვენს გარეგნობას

ასაკობრივი ოსტეოპოროზით დაავადებულის ტიპიური გარეგნობაა – სუსტი აგებულების ქალი მოხრილი ზურგით და ტკივილით ხერხემალში. ტკივილი ძლიერდება ხველის, ხერხემლის ნებისმიერი მოძრაობის დროს. ღამის საათებში ტკივილი შედარებით უმსუბუქდება.


გვაწუხებს ხერხემალი

ხშირია ხერხემლის ტრავმული და ტრავმის მიღების გარეშე მოტეხილობა, რომლის განვითარების შემთხვევაში თავს იჩენს ძლიერი ტკივილი. იგი გრძელდება რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში. მოტეხილი მალა იწვევს ხერხემლის დეფორმაციას და ე.წ. “ქვრივის კუზის” ჩამოყალიბებას. ოსტეოპოროზით დაავადებულს აწუხებს ძლიერი ზოგადი სისუსტე, ასტენია, ადვილად გაღიზიანება.


კალციუმის შემცველობა სხვადასხვა საკვებ პროდუქტზე (100 გრ-ზე)

რძე – 100 მგ, ყველი – 200 მგ, რბილი ყველი – 300 მგ, ხაჭო – 95 მგ, არაჟანი – 100 მგ, იოგურტი – 120 მგ, ნუში – 254 მგ, არაქისი – 70 მგ, თხილი – 290 მგ, ნიგოზი – 83 მგ, მზესუმზირა – 100 მგ, გოგრა – 60 მგ, მწვანე სალათი – 82 მგ, მწვანე ხახვი – 60 მგ, ლობიო – 40 მგ, ზეთისხილი – 77 მგ, ნიახური – 240 მგ, თევზი – 350 მგ, კვერცხი – 54 მგ, შოკოლადი: რძის – 200 მგ, მწარე – 60 მგ, ნაყინი – 80 მგ, ქათამი შემწვარი – 13 მგ, ძროხის ხორცი შემწვარი – 7 მგ.


კლინიკა “კარაპს მედლაინის” ოსტეოპოროზისა და დიაბეტური ტერფის კაბინეტი გთავაზობთ ძვლის სიმკვრივის მარტივ, არაინვაზიურ, ავადმყოფისათვის უვნებელ გამოკვლევას უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებულ ულტრასონოგრაფიულ აპარატზე “Sunlight Omnisense”. მარტივი და უმტკივნეულო გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ თქვენი ძვლის სიმკვრივე და დაგვეხმარება ჩუმად, უსიმპტომოდ მიმდინარე ოსტეოპოროზის პირველი სტადია, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მისი შეჩერება შესაძლებელია. ოსტეოპოროზის განვითარების ყველა ეტაპზე ჩაგიტარდებათ დაავადების შესაბამისი ადექვატური მკურნალობა.

კლინიკა “კარაპს მედლაინი”

2009.05.04


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006