logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    რუსეთში იწყებენ შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდას

რუსეთის იმუნოლოგიის სახელმწიფო ინსტიტუტის დირექტორთა საბჭომ ამ დღეებში ოფიციალური განცხადება გააკეთა. მან აღიარა, რომ იწყებს უნიკალური ანტიშიდსური ვაქცინის გამოცდას, რომელზეც ინსტიტუტის ეპიდემიოლოგები წლების განმავლობაში მუშაობდნენ. ფორმულა გამოყვანილია და ვაქცინამ ადამიანებზე კლინიკური გამოცდის ნებართვა რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროსაგან 2004წლის ბოლოს მიიღო.
რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის გათვალისწინებით, არ ხმაურდება კვლევაში მონაწილე პირთა ვინაობა და მკაცრად დაცულია კონფიდენციალურობა. სავარაუდოდ, ვაქცინის გამოცდის პროექტში 29 ათასი ვირუსის მატარებელი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის 2 ათასი ბავშვი იქნება. ეს ციფრი რუსეთისათვის არც ისე დიდია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის 2 პროცენტი შიდსით არის ინფიცირებული.
ამ ეტაპზე ფმბა-ს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ერთადერთი რეალური გამოსავალი შიდსის შესაჩერებლად ვაქცინაციაა. მსოფლიოს წამყვან იმუნოლოგიურ ცენტრებში ხსენებული ვაქცინის შესაქმნელად ყოველწლიურად მილიონობით დოლარი იხარჯება, მაგრამ როგორც მოსკოველები იუწყებიან, მათ დიდი თანხები არ დახარჯვიათ. წინაკლინიკური შემოწმება პრეპარატმა უკვე გაიარა, მაგრამ მისი ეფექტურობის დასადასტურებლად აუცილებელია ადამიანთა, ამ შემთხვევაში შიდსით დაავადებულთა საკმაო რაოდენობა, რომელიც კვლევაში ნებაყოფლობით მიიღებს მონაწილეობას.
მოსკოვის ეპიდზედამხედველობის ფედერალური სამსახურის მონაცემებით შიდსის ახალი ანტივირუსული ვაქცინის მახასიათებლები ასეთია:
1.წინაკლინიკურმა გამოკვლევებმა უჩვენა, რომ ვაქცინა აბსოლუტურად უვნებელია, ვინაიდან შეიცავს შიდსის ვირუსის სინთეტიკურ ანტიგენურ ცილას, რომელიც მიღებულია გენური ინჟინერიის გზით. ამავე დროს, არ შეიცავს ვირუსულ ნაწილაკებს;
2.აღნიშნული ცილა ქიმიურ კავშირში იმყოფება პოლიოქსიდონის იმუნოსტიმულატორთან, რომელიც უკვე 10 წელია გამოიყენება, როგორც მაღალეფექტური პრეპარატი სხვადასხვა იმუნოდეფიციტების დროს. იგი ამავე დროს, ანტიოქსიდანტიცაა;
3.სწორედ ეს პოლიოქსიდანტი აძლევს მეცნიერებს საფუძველს, ვაქცინა გამოიყენონ არამარტო აივ-ინფექციების პროფილაქტიკის, ასევე ვირუსის სამკურნალოდაც.
4.გარდა ამისა, მას ანტიმიკრობული ზემოქმედების აღმოჩენაც შეუძლია არამარტო შიდსის, არამედ სხვა ვირუსებსა და ბაქტერიებზეც.

“კვირის ქრონიკა” 21-27.02.2005:13

2005.02.23


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006