მეცნიერების აზრით, შოკოლადი თავისი საგემოვნო თვისებებით ემსგავსება პატარა ნარკოტიკს და მისი ყოველდღიური გამოყენება იწვევს გარკვეული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
შოკოლადის მოყვარულების არგუმენტი კი ასეთია: ის არამარტო ძალიან გემრიელია, არამედ სასარგებლოცაა როგორც ჯანმრთელობისათვის, ასევე სილამაზისათვისაც. შოკოლადი მართლაც იმსახურებს ასეთ ყურადღებას. მარტო მასში შემავალი ანტიოქსიდანტების დოზაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ის ჩავრთოთ ყოველდღიურ რაციონში.
აი ის 10 მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც შეიძლება, რომ გვიყვარდეს და მივირთვათ შოკოლადი:
1. შოკოლადი მასში არსებული ანტიოქსიდანტების წყალობით, დაგვიცავს მრავალი დაავადებისაგან.
ანტიოქსიდანტები ანუ ფლავონოლები - ეს არის ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმის გაწმენდას თავისუფალი რადიკალებისაგან, რომლებსაც თავის მხრივ, შეუძლიათ სიმსივნური უჯრედების განვითარება ან სისხლძარღვების დახშობა. ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობითაა ცნობილი კაკაოს მარცვლები, ისევე, როგორც წითელი ღვინო, მწვანე ჩაი და ყურძენი. მეცნიერების მტკიცებულებით, სწორედ შოკოლადის ანტიოქსიდანტებს შეუძლიათ დააქვეითონ სისხლში ”ცუდი” ქოლესტერინის რაოდენობა და ამავდროულად, შეინარჩუნონ ”კარგი” ქოლესტერინი. გარდა ამისა, ეს ფლავონოლები ამცირებენ ანთებას, ასუფთავებენ სისხლძარღვებს და აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას. ამ ცოტა ხნის წინ იტალიელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ შავი შოკოლადი ამცირებს სისხლის წნევას და შეუძლია დაგვიცვას ერთი სახის დიაბეტისგანაც.
2. შოკოლადი გვეხმარება ჭონაში დაკლებასა და სწავლაში
გარკვეული კვლევების ჩატარების შემდეგ, მევნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ შოკოლადის მოყვარულები უფრო ტანადები და გამხდრები არიან, უფრო ვიწრო წელი აქვთ, ნაკლებად ხდებიან ავად დიაბეტით და უფრო უკეთესი განათლებით გამოირჩევიან, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შოკოლადი საკმაოდ კალორიული პროდუქტია, შეიცავს კაკაოს ცხიმს, რძეს, გლუკოზა. ეს ნახშირწყლები ადვილად იშლება და ადვილად იხარჯება, თუმცა ჭარბი მოხმარებისას ორგანიზმში ცხიმად გროვდება.
თუკი არ შგიძლიათ შოკოლადის გარეშე, შეგიძლიათ ჯენიფერ ლოპესის დიეტას მისდიოთ, რომელიც გულისხმობს 5-6 დღის განმავლობაში დღეში მხოლოდ 80გ შოკოლადის მიღებას და ყავის დაყოლებას საკვების მიღებიდან (თუკი ამას შეიძლება საკვები ეწოდოს) 3 საათის შემდეგ. ამ ექსპერიმენტის ჩატარებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
3. პარადოქსია, მაგრამ შოკოლადი სასარგებლოა კბილებისათვის
იაპონელი მედიკოსები ამტკიცებენ, რომ კაკაოს ცხიმი სამკურნალოდ მოქმედებს კბილებზე, ამოფენს რა მის ზედაპირს და ამით იცავს კარიესისაგან. გარდა ამისა, კაკაოს მარცვლების გარსი შეიცავს ანტიბაქტერიულ ნივთიერებას, რომელიც ებრძვის კბილის ნადებს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით მას არ იყენებენ, თუმცა მომავალში არ არის გამორიცხული მისი შერევა შოკოლადში, რაც მას უფრო სასარგებლის გახდის.
4. შოკოლადის მირთმევის შემდეგ მაღლდება გუნებ-განწყობა
დამტკიცებულია, რომ შოკოლადის მირთმევისას გამუმუშავდება ენდორფინები, რომლებიც იწვევს გუნებ-განწყობის გაუმჯობესებას და ამცირებს ტკვილის აღქმას. ამიტომაც მისი მოყვარულებს აქვთ პოზიტიური დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, თავს თვლიან ჯანმრთელად, არამარტოსულად.
5. შოკოლადი ახანგრძლივებს სიცოცხლეს
მეცნიერები ჰარვარდიდან თვლიან, რომ თუკი მივირთმევთ შოკოლადს თვეში სამჯერ, შეიძლება ერთი წლით გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე, თუმცა იგივე მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ შოკოლადის გადაჭარბებული მიღება საწინააღმდეგო ეფექტს ახდენს. ეს აიხსნება ცხიმების მაღალი შემცველობით, რომელთა ჭარბი მიღებისას იზრდება სიმსუქნის და შესაბამისად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი.
6. შოკოლადი საუკეთესო აფროდიაზიაკია
ამას განაპირობებს მასში კოფეინისა და თეობრომინის მაღალი შემცველობა, რის გამოც ის ამგზნებად მოქმედებს, აიძულებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას უფრო ენერგიულად იმუშაოს და მსუბუქ მასტიმულირებელ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. ამიტომაც თუკი გსურთ ტკბილად დაიძინოთ, ღამით უარი თქვით ჩაისა და შოკოლადის ფილაზე.
7. შოკოლადი თავისებური ნარკოტიკია
თეობრომინისა და კოფეინისადმი დამოკიდებულების გასავითარებლად საჭიროა დღეში არანაკლებ 4-5 ფილა შოკოლადის მირთმევა. შოკოლადში აღმოჩენილი კანაფისებრი ნივთიერებისადმი დამოკიდებულების საკითხი უფრო რთულია - ამისთვის საჭიროა დღეში 55 ფილა შოკოლადის მიღება.
8. შოკოლადი სასარგებლოა კანისათვის
კაკაოს ცხიმი სასარგებლო კოსმეტიკური საშუალებაა. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ შოკოლადში არსებული კაკაო და ფლავონოლები ასევე სასარგებლოა კანისათვის მისი საკვებად გამოყენების შემთხვევაშიც - მცირდება კანის სიმშრალე და აქერცვლადობა, კანი ხდება გლუვი, უკეთ იტანს ულტრაიისფერ გამოსხივებას. დღეს პოპულარულ;ი გახდა შოკოლადის გარეგანი გამოყენება ნახვევების სახით, რაც მოდუნებულ კანს ენერგიასა და სიცოცხლეს უბრუნებს.
9. შოკოლადი აუცილებლად უნდა ჩართონ თავის რაციონში ორსულებმა
ეს განპირობებულია მასში რკინის მაღალი შემცველობით, რაც ანემიის პროფილაქტიკურ საშუალებად ითვლება. უახლესმა კვლევებმა აჩვენა. რომ ორსულობის დროს მირთმეული შოკოლადი განაპირობებს ასევე მომავალში ბავშვის კარგ ჯანმრთლობას და მის უნარს, ადვილად გადაიტანოს სტრესული სიტუაციები. ასეთი ბავშვები უფრო მხიარულები არიან. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ შოკოლადი ამავე დროს ძლიერი ალერგენია. ასე, რომ ზომიერების დაცვა აუცილებებლია.
10. და ბოლოს, შოკოლადი კარგი საშუალებაა მეგობრების გასამასპინძლებლად და სასიამოვნო დასასვენებელი გარემოს შესაქმნელად.
გისურვებთ ტკბილ სიცოცხლეს და მეტ ენდორფინებს!
http://redtram.ru
2009.03.23