აივ/შიდსის ეპიდემიამ აშშ-ის დედაქალაქი მოიცვა უფრო მეტად, ვიდრე ზოგიერთი აფრიკული ნაცია. ქალაქის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, აივ/შიდსი აღენიშნება 12 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის 3%-ს.
მათივე მონაცემებით, მოსახლეობის ყველაზე დაზარალებულ ნაწილს წარმოადგენენ შავკანიანი მამაკაცები და 40-დან 49 წლამდე ასაკის ადამიანები.
დაინფიცირების ხარისხი ვაშინგტონს უგანდის დონეზე აყენებს.
როგორც აღნიშნავენ, ეს მაჩვენებლები შეიძლება დაკავშირებული იყოს აშშ-ში აივ/შიდსის ტესტირების მაღალ სიხშირესთან. ქალაქის ხელმძღვანელობა დაჟინებით ამტკიცებს, რომ ამჟამად ბევრი რამ კეთდება ამ პრობლემის გადასაწყვეტად.
როგორც გაეროს, ისე აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განსაზღვრებით, შიდსის ეპიდემიად წოდებულია მდგომარეობა, როდესაც ეს დაავადება აღენიშნება სპეციფიკური გეოპგრაფიული არის მოსახლეობის 1%-ზე მეტს.
ვაშინგტონისთვის ეს მაჩვენებელი სამჯერ მეტია. შესადარებლად მოტანილია ის ფაქტი, რომ ამერიკელების 0,5%-ზე ნაკლები ცხოვრობს კიბოს დიაგნოზით.
ვაშინგტონში თითქმის ყველა პოპულაციური ჯგუფი ეპიდემიის არსებობის ქვეშ იმყოფება, განსაკუთრებული მაღალი მაჩვენებლებით შავკანიან მამაკებში (6,5%), შემდეგ ესპანურენოვან კაცებში (3.0%) და თეთრკანიან მამაკაცებში (2,6%).
ასაკის მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის 40-49 წლის ასაკის მქონე ადამიანებში (7,2%), შემდეგ - 50-59 წლის ასაკის მქონე ადამიანებში (5,2%).
გავრცელების უმთავრეს გზას წარმოადგენს ჰომოსექსუალიზმი, შემდეგ ჰეტეროსექსუალიზმი და ნარკოტიკების მოხმარება.
http://news.bbc.co.uk
2009.03.19