logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ნანოტექნოლოგია კიბოს წინააღმდეგ

ნანოტექნოლოგია განსაკუთრებული დამიზნებით მოქმედი ”სიმსივნის დამშლელი” გენების საშუალებით პირველად გამოიყენება კიბოს უჯრედების გასანადგურებლად.
აღნიშნული ტექნიკა იმედის მომცემია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ კიბოს ისეთი მძიმე სამკურნალო ფორმები, როდესაც ქირურგიული ჩარევა შეუძლებელია.
გამოცდა ჯერ-ჯერობით წარმოებს მხოლოდ თაგვებში, ხოლო ადამიანებზე მის გამოყენებას მეცნიერები ორ წელიწადში ვარაუდობენ. აღნიშნული კვლევების შესახებ გამოქვეყნებულია ჟურნალში ” Cancer Research ”.
გენები მოთავსებულია მიკროსკოპულ ნანო-ნაწილაკებში, რომელიც თმის დიამეტრზე 80 000-ჯერ მცირეა. ამ ნაწილაკებს იტაცებს მხოლოდ კიბოს უჯრედები და არ ზიანდება ჯანმრთელი უჯრედები.
უჯრედში მოხვედრილი გენები ახდენენ იმ პროტეინის სტიმულირებას, რომელიც შლის კიბოს. მეცნიერების თქმით, ეს ტექნოლოგია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ კიბოს ინოპერაბელური შემთხვევები მათი სასიცოცხლო ორგანოებთან სიახლოვის გამო.
ლონდონის ფარმაცევტული სკოლის წამყვანი მკვლევარის დოქტორი ანდრეას შატცლეინის (Andreas Schatzlein) თქმით, გენურ თერაპიას აქვს უზარმაზარი პოტენცია, რათა უზრუნველყოს კიბოს უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობა, მაგრამ გენების კიბო უჯრედებში მოხვედრა დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოხდა ნანონაწილაკების კიბოს უჯრედებში სელექტიური გზით მოხვედრა.
ტრადიციული ქიმიოთერაპია განურჩევლად კლავს მისი მოქმედების არეში მყოფ უჯრედებს, რასაც თან ახლავს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ძლიერი სისუსტე, თმების დაცვენა ან გულისრევის შეგრძნება.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ კიბოს უჯრედების დამიზნებულ გენურ თერაპიას არ ექნება ასეთი გვერდითი მოვლენები.

http://bbc.co.uk

2009.03.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006