ყოველდღიურად სამი ჩაის ჭიქა მწვანე ან შავი ჩაის დალევას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკი. ასეთი დასკვნა გააკეთეს ამერიკელმა კარდიოლოგებმა კალიფორნიის უნივერისტეტიდან, რომლებმაც გააანალიზეს ცხრა კვლევა, რომელიც აღწერდა ინფარქტის 4 ათასზე მეტ შემთხვევას და მოიცავდა დაახლოებით 195 ათას ადამიანს.
სპეციალისტების მიერ შემჩნეული იყო ჯანმრთელობაზე როგორც მწვანე, ასევე შავი ჩაის ზეგავლენის საგრძნობი დადებითი ეფექტი. სამი ჭიქა ჩაის რეგულარული მოხმარებისას ინფარქტის განვითარების ალბათობა მცირდებოდა 21%-ით. ექიმებმა მიღებულ შედეგებს უწოდეს ”გამამხნევებელი”, ვინაიდან ინფარქტის თავიდან აცილება საკმაოდ რთულია და როგორც წესი, სამედიცინო დახმარების გაწევა პაციენტისათვის საკმაო დაგვინებით ხდება.
კლინიცისტების აზრით, ჩაის სმა შეიძლება გახდეს გულის დაცვის მარტივი და უსაფრთხო საშუალება. სავარაუდოდ, პოპულარული სასმელის სამკურნალო ძალა მდგომარეობს ანტიოქსიდანტის epigallocatechin gallate /EGCG ზემოქმედებაში/ ან ამინომჟავა თეანინის მოქმედებაში.
მეცნიერების აზრით, ანტიოქსიდანტები გულს იცავენ იშემიური დაავადებისაგან. გარდა ამისა, ცნობილია, რომ თეანინს, რომელიც თითქმის 100%-ით შეითვისება ორგანიზმის მიერ, შეუძლია გაიაროს ჰემატო-ენცეფალურ ბარიერში. თეანინი ემსგავსება გლუტამატის მოლეკულას, რომლის გამომუშავებაც ასოცირდება ინსულტთან.
http://Ami-tass.ru
2009.03.09