მეცნიერებმა მასაჩუსეტსის შტატის უნივერსიტეტიდან დაასრულეს კვლევა, რომლის დროსაც დადგენილი იქნა, რომ ყოველდღიურად ორი ჩაის ჭიქა ვაშლის წვენის მიღებას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ალცჰეიმერის დაავადების აღმოცენების რისკი. ცნობილია, რომ ალცჰეიმერის დაავადება- ეს არის ადამიანის ცენტრალური ნერვული სისტემის პროგრესირებადი დეგენერაციული დაზიანება, რომელიც იწვევს ჭკუასუსტობის სწრაფად განვითარებას მაღალი ინტელექტუალური პოტენციალის მქონე ადამიანებშიც კი. იგი ხასიათდება ცილა ბეტა-ამილოიდის მომატებული დონით.
უნივერსიტეტის ნევროლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის პროფესორ თომას შეას განმარტებით, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ვაშლის წვენის შემადგენლობაში მყოფი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ახდენს აღნიშნული ცილის სინთეზის ბლოკირებას.
”ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს ვაშლის წვენის რეგულარულ მიღებასა და ალცჰეიმერის დაავადების განვითარების რისკის თავიდან აცილებას შორის პირდაპირ დამოკიდებულების ამომწურავი მტკიცებულებები, მაგრამ უეჭველია, რომ ვაშლის წვენში არსებული ნივთიერებები ახდენს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების ოპტიმიზაციას, ასევე ამუხრუჭებს ამ დაავადების განვითარებას”, - ამბობს მეცნიერი.
კვლევები ტარდებოდა ლაბორატორიულ თაგვებზე, რომლებსაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოველდღიურად ეძლეოდათ ორი ჭიქა ვაშლის წვენის ექვივალენტი. მღრღნელების თავის ტვინის ბიოქიმიური შემადგენლობის შესწავლამ აჩვენა, რომ ბეტა-ამილოიდის დაგროვება თავის ტვინის ქსოვილებში შენელდა, ხოლო ”ინტელექტუალური ” დავალებები, რომლებიც ეძლეოდათ ცხოველებს, მათ მიერ სრულდებოდა უფრო მაღალ დონეზე.
2009.01.30