აშშ მკვლევარების თანახმად, ალკოჰოლ-დამოკიდებული პირების გამოვლენა შესაძლებელია უკვე მანამ, სანამ მათ ჩამოუყალიბდებათ დალევისადმი ფიზიოლოგიური ან ფსიქოლოგიური დამოკიდებულება.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა მარტივი გენეტიკური განსხვავება ალკოჰოლ-დამოკიდებულ ადამიანებსა და ამ პათოლოგიის არმქონე პირებს შორის.
ალკოჰოლისადმი გენეტიკური განწყობის ტესტის შემუშავების გარდა, ზ. ა. კვლევა მეცნიერებს მედიკამენტების ახალი თაობის შექმნის საშუალებასაც მისცემს, რომლებიც გამოყენებული იქნება იმ გენეტიკური “შეცდომის” გამოსასწორებლად, რაც ხელს უწყობს ადამიანის მიდრეკილებას ალკოჰოლისადმი, აღნიშნავს კვლევის ავტორი, პროფ. სტივ კონორი.
როგორც კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა სან-დიეგოში, ბ-მა რაიმონდ უაიტმა განაცხადა, იმ ადამიანებში, რომლებიც სასმელს იღებენ განსაკუთრებული ფიზიოლოგიური ეფექტების შეგრძნების გარეშე, უფრო მაღალია ალკოჰოლიზმის განვითარების რისკი, რადგანაც ამგვარი ეფექტების შეგრძნების მიზნით ისინი იწყებენ სპირტიანი სასმელების დიდი დოზებით მიღებას. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში “Proceedings of the National Academy of Sciences”.
http://www.medlinks.ru
2008.12.11