ვიტამინებისა და ბიოდანამატების სახით ან ხილ-ბოსტნეულის გზით მიღებული ტუტეების მომატებული შემცველობა საკვებში ამაგრებს ჩონჩხს. ჩატარებული იქნა სამეცნიერო ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობდა 50 წელს გადაცილებული 171 ადამიანი. ისინი სამი თვის განმავლობაში იღებდნენ ან პლაცებოს, ან კალიუმის ბიკარბონატს, ნატრიუმისა და კალიუმის ქლორიდს გარკვეული დოზით. ტუტეების დამატებამ შესაძლებელი გახადა ძვლოვანი მასის კარგვის შემცირება.
დიეტა ცილებისა და მარცვლოვანი კულტურების მაღალი შემცველობით, პირიქით, ხელს უწყობდა ორგანიზმში მჟავას გამომუშავებას, რომელიც ზრდის გამოყოფილი კალციუმის რაოდენობას და ასუსტებს ძვლებს, დაადგინეს მეცნიერებმა.
ძვლოვანი მასის კარგვა და ხშირი მოტეხილობები შეიძლება განპირობებული იყოს მემკვიდრეობითი განწყობით, ცხოვრების წესით, კვების რაციონით და სხვა ფაქტორებით. ჩვეულებრივ, ექიმები ურჩევენ ადამიანებს ძვლების სიმაგრის თვალსაზრისით ყურადღება მიაქციონ D ვიტამინსა და კალციუმს, თუმცა ამერიკელი მედიკოსები (Tufts University) თვლიან, რომ ასეთივე დიდი მნიშვნელობა აქვს მჟავა-ტუტე ბალანსსაც. თერაპევტების მიერ დაფიქსირებული იქნა, რომ ხილისა და ბოსტნეულის სასარგებლო ნივთიერებების მეტაბოლიზმი ხელს უწყობს სხეულში არსებული ერთ-ერთი ტუტე ნაერთის, ბიკარბონატების გამომუშავებას. ამ პროცესს დადებითი ეფექტი აღმოაჩნდა ძვლოვანი ქსოვილის მდგომარეობაზე, უშლიდა რა ხელს კალციუმის კარგვას.
http://Ami-tass.ru
2008.12.11