3 დეკემბერს, ოთხშაბათს, 17.00 საათზე თბილისის ”რია ნოვოსტის” საერთაშორისო პრეს-ცენტრში გაიმართება ვიდეოხიდი თბილისი-კიევი-ბაქო: ”შიდსით დაავადებულთა სოციალური ადაპტაციის პრობლემები”.
1 დეკემბერს მთელ მსოფლიოში შიდსის შესახებ საუბრობენ, იმის თაობაზე, თუ როგორ ემუქრება გლობალური ეპიდემია კაცობრიობის არსებობას. შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე პირველად 1988 წლის 1 დეკემბერს მას შემდეგ აღინიშნა, რაც ყველა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრაზე გახმოვანდა მოწოდება სოციალური მოთმინებისა და აივ-შიდსის შესახებ ინფორმაციის გაცვლის გაფართოების შესახებ. 1 დეკემბერს აღნიშნული მსოფლიო დღე აივ-ინფექციის პანდემიასთან და შიდსთან ბრძოლის ორგანიზებული ძალისხმევის გამტკიცებას ემსახურება, რომელიც მსოფლიოს ყველა რეგიონში ვრცელდება.
ვიდეოხიდის მონაწილეები ქართული მხრიდან არიან:
- პაატა საბელაშვილი, ფონდ ”ინკლუზივის” თავმჯდომარე;
- აკაკი ლოჭოშვილი, პროექტის ”გლობალური ფონდი” (Global Fund) ხელმძღვანელი საქართველოში;
- ანა კასრაძე, შიდსით დაავადებულ ავადმყოფთა ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი (HIV/AIDS Patients Support Foundation);
- ფატი გაბუნია, ექიმი-ინფექციონისტი, შიდსით დაავადებულთა სტაციონარული განყოფილების გამგე;
- ეკა იაშვილი, საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელიზაბეტ რულოვსის კონსულტანტი აივ-შიდსის საკითხებში;
- ჯოვანა ბარბერისი, საქართველოში ”იუნისეფის” მისიის ხელმძღვანელი;
თბილისის საერთშორისო პრეს-ცენტრის მისამართია:
თბილისი, ძმები კაკაბაძეების, 2 ”კინოს სახლი”, მე-5 სართული.
http://newsgeorgia.ge
2008.12.03