აღნიშნული თარიღი თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებშიც ფართომასშტაბიანი ღონისძიებებით აღინიშენება.
როგორც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრიდან იუწყებიან, საქართველო უკვე მე-17 წელია ტრადიციულად უერთდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღნიშვნაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებით 1988 წლიდან, წელს უკვე მეოცედ აღინიშნება ეს თარიღი, რომლის ფარგლებში, 1-5 დეკემბერს 10.00-დან 14.00 საათამდე მსურველთა აივ/შიდსზე უფასო კონსულტირებისა და ტესტირების კვირეული მოეწყობა.
1 დეკემბერს ასევე გაიმართება ქუჩის აქციაც, რომლის დროსაც თანასწორ-განმანათლებლების მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საინფორმაციო მასალების გავრცელება მოხდება
ოფიციალური მონაცემებით, აივ-ინფექცია/შიდსის შედეგად ყოველ 15 წამში 1 ადამიანის დაინფიცირება ან გარდაცვალება ხდება. მიუხედავად მთავრობის, სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების, ექიმების აქტიური მუშაობისა, შიდსი დღესაც უდიდეს ზიანს აყენებს მსოფლიო მოსახლეობას. აივ-ინფექცია/შიდსი კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სოციალურ, ეკონომიკურ და სამედიცინო პრობლემად.
ინტერპრესნიუსი
http://www.commersant.ge
2008.12.01