საქართველოში აივ-ინფექციის შემთხვევებმა ბავშვებშიც იჩინა თავი.
2008 წლის 26 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში გამოვლინდა შიდსით დაინფიცირებულ 0-14 წლამდე ბავშვთა 12 ახალი შემთხვევა. ხოლო 2007 წელს კი - 16. საერთო ჯამში კი დაფიქსირდა 50 აივ-ინფიცირებული ბავშვი. 31 - ვაჟი და 19 - გოგონა. ამათგან 16 გარდაიცვალა, 3 გავიდა ქვეყნიდან, 30 ამჟამად არის შიდსის ცენტრის მეთვალყურეობის ქვეშ. 23 იტარებს აივ მკურნალობას. დანარჩენი კი მკურნალობას არ საჭიროებს.
ინფექციის გადაცემის გზების მიხედვით, 46 შემთხვევა ვერტიკალური გადაცემის გზით დაფიქსირდა, მათგან ერთი ძუძუთი კვებით, 4 კი სისხლის გადასხმით.
შიდსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს დაფიქსირდა.
დიანა მუსელიანი
http://itnexclusive.ge
2008.12.01