ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მონაცემებით, ბოლო წლებში აივ-ინფექცია-შიდსის ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია შეინიშნება.
2008 წლისა 17 ნოემბრის მონაცემებით, მიმდინარე წელს 322 აივ ინფექციის ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საქართველოში რეგისტრირებულ შემთხვევათაგან ინფექციის გადაცემის გზების მიხედვით დომინირებენ ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები 59,4 პროცენტით. შემდეგ კი ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად დაინფიცირებული პაციენტები 33,4 პროცენტით, ჰომო-ბისექსუალური კონტაქტით დაინფიცირებულები 2,7 პროცენტით, ვერტიკალური გადაცემის გზით 2,5 პროცენტით, სისხლის რეციპიენტიის შედეგად 0,6 პროცენტით, დაუდგენელი მიზეზებით დაინფიცირებულები 1,4 პროცენტით.
საქართველოში აივ-ინფექციის პირველი შემთხვევა 1989 წელს დაფიქსირდა. დღეისათვის კი რეგისტრირებულია 1822 პაციენტი. აქედან 1370 - მამაკაცი, 452 - ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 35 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 948 პაციენტს. გარდაიცვალა 395, მკურნალობას კი 461 - იტარებს.
აივ-ინფექციების ყველაზე მეტი შემთხვევა (645) თბილისშია რეგისტრირებული, შემდეგ სამეგრელოში (289, აქედან ზუგდიდში-210), აჭარაში (253), იმერეთში (234), აფხაზეთში (90), ქვემო ქართლში (71), კახეთში (67), შიდა ქართლში (48), გურიაში (39), ფოთში (29), სამცხე-ჯავახეთში (26). სხვა რეგიონებში რეგისტრირებულია ერთეული შემთხვევები. ლტოლვილი – 157. გამოვლინდა უცხოეთის 46 მოქალაქე, მათგან 20 დაბრუნდა თავიანთ ქვეყანაში.
დიანა მუსელიანი
http://itnexclusive.ge
2008.12.01