logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    კბილები - დაავადებების სარკე

პირის ღრუ - მრავალი დაავადების სარკეა. რატომ არის კბილები ასეთი სხვადასხვა ფერის? მართალია, თუ არა, რომ თეთრი კბილები ჯანმრთელობის მაჩვენებელია, ხოლო ყვითელი კი - რაიმე დაავადებაზე მიუთითებს?
ეს ასე სრულებითაც არ არის. სტომატოლოგთან მიღებაზე ძირითადად სამი ფერის კბილები ფიქსირდება: მოლურჯო-თეთრი, მოყვითალო-თეთრი და ყვითელი. გარდამავალი ტონალობები კი მრავალია, რის გამოც შესაფერისი ფერთა გამის შერჩევა პროტეზისტებს საკმაო შრომად უჯდებათ.
კბილების ფერს შეუძლია სხვადასხვა დაავადებაზე მიგვითითოს. მუქი ყვითელი (ზოგჯერ საღეჭ ზედაპირზე არსებული მოწითალო ლაქებით) ფერი არცთუ იშვიათად თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერფუნქციაზე მიუთითებს. ეს, რასაკვირველია, მხოლოდ ვარაუდია და არა დადასტურებული ფაქტი, მაგრამ პაციენტის გაფრთხილება მაინც საჭიროა. თუ კბილებზე დაბურული ზოლები ჩანს, ეს ბავშვობის ასაკში კბილების ფორმირების პროცესში მინერალურ ნივთიერებათა ცვლის დარღვევაზე მიუთითებს. რძისფერი-თეთრი კბილები ხშირად გვხვდება ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის დროს.
ანტიბიოტიკების, კერძოდ ტეტრაციკლინის ჯგუფის, ხანგრძლივი მიღებისას კბილები ძალიან სწრაფად და ადვილად მუქდება. გვხვდება მუქი მომწვანო ფერის ნადები. მას იწვევს ზოგიერთი სახის სოკო-საპროფიტები, რომლებიც, ჩვეულებრივ ბინადრობენ პირის ღრუში და ხელს არაფერს არ უშლიან. ზოგჯერ, გაურკვეველი მიზეზების გამო, იწყება მათი სწრაფი ზრდა-გამრავლება, რაც იწვევს დისკოლორიტს, ანუ კბილების ფერის შეცვლას.
თუკი რაიმე მიზეზის გამო ადამიანი რეგულარულად არ იწმინდავს კბილებს, ისინი იღებენ მოყავისფრო ფერს. კვების რაციონში ცოცხალი ფოთლოვანი ბოსტნეულის ნაკლებობის გამო, ასევე ნაღვლის ბუშტის, პანკრეასის და ელენთის დაავადებების დროს კბილები ხდება რუხი ფერის. თუკი ადამიანი ყოველდღიურად ჭარბი რაოდენობით იღებს წვენებსა და ხილს, კბილები შეიძლება მოწითალო ფერისაც კი გამოჩნდეს.
რაც შეეხება მკვეთრი თეთრი ფერის კბილებს, ისინი საკმაოდ იშვიათია. მათი არსებობა როდი მიუთითებს ადამიანის კარგ ჯანმრთელობაზე. პირიქით, მოყვითალო-კრემისფერი კბილების არსებობა ქალებში მეტყველებს იმაზე, რომ ისინი საკმარისი რაოდენობით ფტორს იღებენ. ფტორი კი ამაგრებს კბილის ემალს. ასეთი კბილები ბევრად უფრო გამძლეა, ვიდრე იმ ადამიანების კბილები, რომლებიც გამოირჩევიან ”ჰოლივუდური ღიმილით”. ცნობილია, რომ ზოგიერთი ქალები მარგალიტისფერი კბილების მისაღებად პასტებში ამატებენ წყალბადის ზეჟანგს, თუმცა ასეთი შემცველობის მქონე (ოღონდ ზომიერი კონცენტრაციით) კბილის საწმენდი საშუალებები ისედაც არის გაყიდვაში. სწრაფი ეფექტის მიღწევის სურვილი შეიძლება გახდეს პირის ღრუს ლორწოვანის გაღიზიანების, ღრძილებზე წყლულების გაჩენისა და კბილის ემალის დაზიანების მიზეზი.
კბილების კარგი გათეთრება იაფი როდი ღირს. დისკოლორიტის ხარისხიანი ლიკვიდაციისათვის არ არის საკმარისი ერთი და ორი ვიზიტი სტომატოლოგთან. ეს პროცესი გრძელდება სულ მცირე ათი-თოთხმეტი დღე. სამწუხაროდ, ადამიანები გვიან იწყებენ ამაზე ზრუნვას. შეამჩნევთ თუ არა ნადებს, კბილის ფერის შეცვლას, ასევე ქვებს, შავ წერტილებს კბილებზე, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. აღარ არის ლაპარაკი უფრო რთულ შემთხვევებზე, ვინაიდან აქ არ არის საქმე მხოლოდ კბილების უცნაურ ფერში, არამედ ამის უკან შეიძლება სერიოზული დაავადება იმალებოდეს.

http://www.medportal.ru

2006.09.22


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006