ვაშლის რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებას, ასევე ორგანიზმის გაახალგაზრდავებას. ასეთი მტკიცებულებით გამოდიან დღეს ბრიტანელი მეცნიერები ქალაქ ნორიჩის საკვების კვლევის ინსტიტუტიდან.
მათ აღმოაჩინეს ვაშლში რთული ელემენტი, რომელიც აახალგაზრდავებს გულს, აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას და ზრდის იმუნური სისტემის დაცვის დონეს. ელემენტს, რომელსაც სახელად უწოდებენ ეპიკატეხინ პოლიფენოლს, გააჩნია უნიკალური შესაძლებლობა, პოზიტიურად იმოქმედოს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, მათ შორის შეინარჩუნოს სისხლძარღვთა კედლის ელასტიურობა.
კვლევის მიმდინარეობისას ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იგი 21%-ით ამცირებს სისხლძარღვთა კედლის გამკვრივების პროცესს, რაც წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს.
უფრო მეტიც, იმ მოხალისეებზე ჩატარებული ცდების შედეგების მიხედვით, რომლებიც მიირთმევდნენ დიდი რაოდენობით ვაშლის წვენს, სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ მათი გულ-სისხლძარღვთა სისტემა და ორგანიზმი მთლიანობაში გაახალგაზრდავდა მინიმუმ 17 წლით. ეპიკატეხინ პოლიფენოლის მნიშვნელოვნად მეტი კონცენტრაცია გვხვდება ველურ ვაშლებში, წერს ბრიტანული პრესა.
http://medinfo.ru
2008.11.21