მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა აღმოაჩინა გენი, რომელიც პასუხისმგებელია კოკაინ-დამოკიდებულებაზე.
კოკაინზე დამოკიდებულების გენეტიკური ბუნების ამოსაცნობად მეცნიერებმა პირველი ექსპერიმენტები თაგვებზე ჩაატარეს გერმანიაში, ბრიტანეთში, ბრაზილიასა და ესპანეთში. ამ ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ დამოკიდებულების განვითარების ალბათობა მჭიდროდაა დაკავშირებული იმ გენის აქტივობასთან, რომელიც ახორციელებს ფერმენტ კალციუმ-კალმოდულინდამოკიდებული პროტეინკინაზა IV-ის კოდირებას. ეს ფერმენტი არის ტვინის დოფამინურ ნეირონებში, რომელზეც მოქმედებს კოკაინი და ახდენს მისი აქტივობის რეგულირებას. საცდელ თაგვებში ზ.ა. გენის არარსებობის პირობებში გამოვლინდა კოკაინისადმი მგრძნობელობისა და დამოკიდებულების განვითარების ალბათობის მნიშვნელოვანი მატება.
შედეგების დადასტურების მიზნით მეცნიერებმა გამოიკვლიეს აღნიშნული გენის ვარიანტები 670 კოკაინზე დამოკიდებულ ნარკომანსა (სან-პაულუ, ბრაზილია) და 726 არანარკომანში. აღმოჩნდა, რომ ერთადერთი შეცვლილი ნუკლეოტიდის მქონე გენის ვარიანტი ზრდის კოკაინზე დამოკიდებულების რისკს 25%-ით, ხოლო გენის ცვლილების ორი ასეთი ვარიანტის არსებობისას რისკი იზრდება 47%-მდე.
კვლევის ხელმძღვანელის, მანჰაიმის (გერმანია) მენტალური ჯანმრთელობის ცენტრალური ინსტიტუტის ფსიქოფარმაკოლოგიის პროფესორის რაინერ შპანაგელის (Rainer Spanagel) თქმით, მუშაობის შედეგებით კოკაინზე დამოკიდებულება შეიძლება მიაკუთვნონ მემკვიდრული განწყობით განპირობებულ ფსიქიკურ დაავადებათა რიცხვს, რომელთა შორისაა შიზოფრენია და ალკოჰოლიზმი. ამჟამად მიმდინარეობს კოკაინზე დამოკიდებულების განწყობის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა.
http://www.medlinks.ru
2008.11.12