კახეთში აივ-ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან იტყობინებიან. ინფორმაციას ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონის წარმომადგენელი მერი კიკნაძეც.
ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის 1 იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, კახეთში, აივ-ვირუსით ინფიცირებული 63 ადამიანია რეგისტრირებული. შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მონაცემების თანახმად, 2007 წელს, კახეთში, აივ-ინფექციის სულ 56 შემთხვევა დაფიქსირდა.
ინტერპრესნიუსი
http://www.opentext.org.ge
2008.10.23