logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    წითელი ღვინო – მწეველების ფილტვის კიბოსგან დაცვის საშუალება

ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით, წითელ ღვინოს შეუძლია შეამციროს ფილტვის კიბოს განვითარების ალბათობა მწეველებში. 3 წლიანი კვლევის თანახმად, რომელიც მოიცავდა 45-69 წლამდე ასაკის, 84 000-ზე მეტ, მწეველ ადამიანს, ამ ალკოჰოლური სასმელის ზომიერი რაოდენობით მიღება იცავს ფილტვებს დაზიანებისგან და სიმსივნური უჯრედების აქტივაციისგან.
მედიკოსებმა შეადარეს ლუდის, წითელი და თეთრი ღვინის, აგრეთვე ძლიერი სპირტიანი სასმელების გავლენა ფილტვის სიმსივნის განვითარებაზე. ასაკის, განათლების დონის, სხეულის მასის ინდექსის, სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების, ემფიზემისა და სხვა ფაქტორების მხედველობაში მიღების შემდეგ, აგრეთვე ალკოჰოლის მიღებისა და მოწევის სიხშირის გათვალისწინებით, აშშ მკვლევარებმა კალიფორნიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან დაასკვნეს, რომ მხოლოდ წითელი ღვინო ახდენს სიმსივნური წარმონაქმნების პრევენცირებას მოწევის შედეგად დასუსტებულ ფილტვებში.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დღეში 1 ბოკალი ღვინის მიღებით 2-ჯერ მცირდება ფილტვის კიბოს დიაგნოსტირების რისკი, ხოლო ამ რისკის უფრო მნიშვნელოვანი კლება აღინიშნა იმ მწეველებში, რომლებიც დღეში 2 ბოკალ ღვინოს მიირთმევდნენ. ამ შემთხვევაში დაფიქსირდა ფილტვის კიბოს რისკის 60%-იანი კლება.
წითელი ღვინო მდიდარია რესვერატროლის ტიპის ანტიოქსიდანტებით, რომლებსაც შეიცავს ყურძენი.
მიუხედავად ამისა, მედიკოსები აცხადებენ, რომ ჯანმრთელობის შენარჩუნების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს მოწევის შეწყვეტა, ვინაიდან დღე-ღამეში 2 ბოკალი ღვინის მიღებაც კი არ უზრუნველყოფს ფილტვის კიბოსგან 100%-იან დაცვას. ამასთან, კლინიცისტები დასძენენ, რომ კვლევის შედეგები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას ინტერპრეტირებული, როგორც რეკომენდაცია ალკოჰოლის ხშირ და უკონტროლო მიღებაზე.

http://www.medlinks.ru

2008.10.10


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006