ჰონგ-კონგი – ტკბილეულის ბრიტანულმა კომპანიამ “Cadbury” 29 სექტემბერს გააკეთა სკანდალური განცხადება იმის შესახებ, რომ მისი პროდუქციის მწარმოებელმა ჩინურმა კომპანიამ ვერ გაიარა უსაფრთხოების ტესტი და ამგვარად, ამ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია დიდ ეჭვს იწვევს.
საქმე იმაშია, რომ ჩინური კომპანიის მიერ შოკოლადის დასამზადებლად გამოყენებულ რძეში აღმოჩნდა მელამინი – საწარმოო ქიმიური ნივთიერება, რომლის გარშემო სკანდალი ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში დაიწყო.
მელამინი, რომელიც გამოიყენება პლასტმასის წარმოებაში, აღმოჩენილ იქნა ბავშვთა კვების პროდუქტებში, კერძოდ რძის ფხვნილში. მაშინ ადგილი ჰქონდა ახალშობილების მოწამვლას, ბევრ მათგანს აღმოაჩნდა თირკმლის კენჭები. მალე დადგინდა, რომ ამ მავნე ნითვიერებით მოწამლული იყო არამარტო რძის ფხვნილი, არამედ რძე, იოგურტი და რძის სხვა პროდუქტები.
ამ მიზეზით დაიღუპა 4 ახალშობილი, ხოლო 54 000 ბავშვს განუვითარდა ნეფროლითიაზი.
ამჟამად, ჩინეთში წარმოებულ, შემდეგ პროდუქტებზე იქნა ეჭვი მიტანილი. ესენია: ჩინური წარმოების ვაფლი “ორეოსი”, M&Ms და სკინერსი. საბედნიეროდ, აზიის სხვა ქვეყნებში ამ პროდუქტებმა წარმატებით გაიარეს უსაფრთხოების ტესტი.
როგორც ტკბილეულის მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანიამ განაცხადა, ჯერ-ჯერობით მელამინზე ტესტირება მხოლოდ უსაფრთოების ადგილობრივმა სააგენტომ ჩაატარა. მათი მონაცემებით, მელამინის დონე ამ პროდუქტებში ძალზე მაღალი აღმოჩნდა. ინდონეზია, ფილიპინები და აზიის სხვა ქვეყნები გეგმავენ დამატებითი ტესტირების ჩატარებას უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით.
ჩინეთში უკვე აიკრძალა ამ პროდუქტებით ვაჭრობა.
http://www.cnn.com
2008.09.30