ამერიკელმა მეცნიერებმა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან (Johns Hopkins University in Baltimore) დაასკვნეს, რომ ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, რომელიც შედის წითელი ღვინის შემადგენლობაში, გვიცავს რადიაციის ზემოქმედებისაგან.
თაგვებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ამ პროდუქტების შემადგენლობაში არსებულ რესვერატროლს (resveratrol) შეუძლია თავიდან აგვაცილოს რადიაციით გამოწვეული ზოგიერთი დაზიანება. მეცნიერების აზრით, ამ აღმოჩენის საფუძველზე შექმნილი მედიკამენტები შეიძლება გამოყენებული იქნას სერიოზული რადიოლოგიური ან განსაკუთრებული ბირთვული სიტუაციების დროს.
მრავალრიცხოვანი მონაცემები არსებობს წითელი ღვინის სასარგებლო თვისებების შესახებ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წითელი ღვინის გამოყენება 45 წლის ასაკს ზევით. იგი მნიშვნელოვან პროფილატიკურ როლს თამაშობს. წითელი ღვინო ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ალცჰეიმერის დაავადების განვითარების ალბათობას. ასევე ხელს უშლის კარიესის განვითარებას, მაგრამ, როგორც გვაფრთხილებენ ექიმები, ამის მიუხედავად წითელი ღვინის მოხმარებაშიც კი ზომიერების დაცვაა საჭირო.
http://Svobodanews.ru
2008.09.29