ახალშობილები და 3 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებსაც აძლევენ პარაცეტამოლს, როგორც ტკივილგამაყუჩებელს და ტემპერატურის დამწევ საშუალებას, დგანან სასკოლო ასაკში ასთმის ან ეგზემის განვითარების მაღალი რისკის წინაშე, ასეთ მონაცემებს აქვეყნებენ ავსტრალიელი მკვლევარები.
ამასთან, მეცნიერები დასძენენ, რომ ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის, თვით ეს პრეპარატი წარმოადგენს ალერგიული დაავადებების განვითარების მიზეზს თუ არსებობს სხვა მიზეზიც, თუმცა ისინი, ყოველ შემთხვევაში ურჩევენ მშობლებს – გაციების დროს არ მისცენ მათ თავიანთ პატარებს პარაცეტამოლი.
კვლევამ, რომლის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში “Lancet”, აჩვენა, რომ სიცოცხლის პირველი რამდენიმე წლის მანძილზე პარაცეტამოლის მიღება 50%-ით ზრდის რომელიმე ალერგიული დაავადების განვითარების რისკს 7 წლის ასაკისთვის.
იმ ბავშვებში, რომლებსაც ხშირად აძლევდნენ ამ პრეპარატს, 3-ჯერ უფრო მაღალია ასთმის, სხვადასხვა ალერგიული რეაქციისა და რინო-კონიუნქტივიტის განვითარების რისკი, ხოლო 2-ჯერ უფრო მაღალი - ეგზემის გაჩენის ალბათობა, განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა, პროფ. რიჩარდ ბისლიმ სამედიცინო კვლევების ინსტიტუტიდან ახალ ზელანდიაში.
მისი თქმით, ახალი კვლევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ პარაცეტამოლის მიღება ადრეული ბავშვობის ასაკში ზრდის ასთმისა და სხვა ალერგიული რეაქციების გამოვლინების რისკს.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 31 ქვეყნის 200.000-ზე მეტმა ბავშვმა. ამგვარად, მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 50 წლის მანძილზე ასთმის შემთხვევების გაურკვეველი ზრდა ბავშვთა ასაკში სწორედ ამ პრეპარატთანაა დაკავშირებული.
http://www.medlinks.ru
2008.09.19