logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ვეგეტარიანიზმი იწვევს თავის ტვინის მასის შემცირებას

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები 6 თვიანი კვლევის შედეგად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ვეგეტარიანიზმი შესაძლოა არც თუ ისე სასარგებლო აღმოჩნდეს, როგორც ამას ადრე ვარაუდობდნენ. მათ დაადგინეს, რომ მხოლოდ მცენარეული საკვების მიღება იწვევს თავის ტვინის მასის შემცირებას. აქედან გამომდინარე, ხორცისა და თევზის სრულად ამოღებას კვების რაციონიდან სპეციალისტები არ გვირჩევენ.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები აცხადებენ, რომ ხორცის (განსაკუთრებით ღვიძლის), რძისა და თევზის არმიღება ორგანიზმში იწვევს ისეთი მეტად აუცილებელი ნივთიერებების დეფიციტს, როგორიცაა მაგ. ცხოველური წარმოშობის B12 ვიტამინი. ამ მიკროელემენტის ნაკლებობას მივყავართ ანემიამდე და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებამდე. მისი დეფიციტის ნაწილობრივი შევსება შესაძლოა მოხდეს საფუარის ექსტრაქტის მიღების ხარჯზე, რომელიც შედის ბევრი ვეგეტარიანული საკვების შემადგენლობაში.
ამგვარ დასკვნებამდე მედიკოსები მივიდნენ 16-დან 87 წლამდე ასაკის 100-ზე მეტ პაციენტზე დაკვირვების შედეგად. მათი აზრით, განსხვავება განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება 61-87 წლის ასაკში. ამ ასაკობრივ ჯგუფზე ჩატარებული დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ მხოლოდ ვეგეტარიანული საკვების მიღება იწვევს ტვინის აქტივობის დაქვეითებას და მეხსიერების გაუარესებას, გარდა ამისა, ტომოგრამაზე დაფიქსირდა თავის ტვინის მასისა და გარშემოწერილობის შემცირება.
როგორც ბრიტანელი სპეციალისტები აღნიშნავენ, ზოგიერთ პაციენტზე დაკვირვება 5 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა და დაზუსტებით აცხადებენ, რომ ცხოველურ საკვებზე უარის თქმა ნეგატიურად აისახება ტვინის მუშაობაზე, ხოლო ყველაზე ექსტრემალურ შემთხვევებში ადგილი აქვს ტვინის ფუნქციის მოშლას.
გარდა ამისა, მეცნიერებმა გააანალიზეს თავის ტვინის მდგომარეობა ლუდისა და ღვინის მოყვარულ ადამიანებში. აღმოჩნდა, რომ ლუდი, ღვინოსთან შედარებით, ნაკლებ ზიანს აყენებს ამ მხრივ ტვინს. უფრო ზუსტად, ჰიპოთალამუსის ზომა (თავის ტვინის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია მეხსიერებაზე), საშუალოდ 10%-ით ნაკლები იყო ღვინის მოყვარულებში, ლუდის მოყვარულებთან შედარებით.
ვეგეტარიანიზმის კიდევ ერთ გვერდით ეფექტს მიეკუთვნება ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და სხეულის მასის ინდექსის მომატება 7-13%-ით, აღნიშნავენ ბრიტანელი მეცნიერები.

http://www.medlinks.ru

2008.09.16


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006