B6 ვიტამინით მდიდარი პროდუქტების მიღებას შეუძლია შეამციროს პარკინსონიზმის განვითარების რისკი, - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები ქალაქ როტერდამში არსებული ერაზმის სამედიცინო ცენტრიდან (Neurology). მათ მიერ ჩატარებული კვლევის დროს 55 წლის ასაკს გადაცილებულმა 5289 მოხალისემ რომლებიც არ იყვნენ დაავადებულნი პარკინსონიზმით, უპასუხა შეკითხვებს ჩვეული კვებითი რაციონისა და საყვარელი კერძების შესახებ.
მეცნიერებს აინტერესებდათ მათ რაციონში არსებული B6, В12 ვიტამინებისა და ფოლიუმის მჟავის შემცველი პროდუქტების მოცულობა. ყველა ამ ნივთიერებას შეუძლია შეამციროს ჰომოცისტეინის დონე, ამინომჟავისა, რომელსაც ზოგიერთი მონაცემების მიხედვით, შეუძლია გამოიწვიოს თავის ტვინის უჯრედების დაზიანება. მკვლევარებმა მონიკა ბრეტელერის ხელმძღვანელობით გამოთქვეს ვარაუდი, რომ ჩამოთვლილ ვიტამინებს შეუძლიათ შეამცირონ პარკინსონიზმის განვითარების რისკი.
10-წლიანი დაკვირვების პერიოდის განმავლობაში პარკინსონიზმი დიაგნოსტირებული იქნა 72 ადამიანში. მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს არსებული მონაცემები, აღმოჩნდა, რომ ის ადამიანები რომლებიც საკვებად იღებდნენ B6 ვიტამინით მდიდარ მეტ პროდუქტებს, 2-ჯერ და უფრო ნაკლებად (54%-ით) ავადდებოდნენ პარკინსონიზმით იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ ასეთ პროდუქტების მინიმალურ რაოდენობას. რაც შეეხება B12 ვიტამინს და ფოლიუმის მჟავას, მათი მიღება არ ცვლიდა ამ დაავადების განვითარების რისკს.
ასეთი შედეგების მიღების შემდეგ ჰოლანდიელმა მეცნიერებმა უარი თქვეს თავდაპირველად არსებულ ჰიპოთეზაზე, რომლის მიხედვითაც B6 ვიტამინის დადებითი ეფექტი ჰომოცისტეინის დონეზე მის ზემოქმედებაზეა დაკავშირებული. მათ გამოთქვეს ვარაუდი, რომ ამ ვიტამინის დადებითი ეფექტი შეიძლება დაკავშირებული იყოს მის უნართან, დაიცვას ტვინის უჯრედები მეტაბოლიზმის პროდუქტების - თავისუფალი რადიკალების, მავნე ზეგავლენით გამოწვეული დაზიანებებისაგან.
В6 ვიტამინის წყაროს წარმოადგენს ხილი და ბოსტნეული, კერძოდ კი ისპანახი, კარტოფილი, ყვავლლოვანი კომბოსტო, სტაფილო, ავოკადო, ბანანი, ნიგოზი და მიწის თხილი, ასევე ხორცის ზოგიერთი პროდუქტი, კვერცხი და ღვიძლი. გარდა ამისა, ეს ვიტამინი გარკვეული რაოდენობით წარმოიქმნება ადამიანის ნაწლავებშიც მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობის შედეგად.
http://www.Mednovosti.Ru
2006.08.08