ტეხასელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს შიდსის ვირუსის “აქილევსის ქუსლი”. თუ ეს აღმოჩენა დამტკიცდება, მაშინ გაჩნდება ამ მე-20 საუკუნის “შავი ჭირი”-ს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალების შექმნის რეალური შესაძლებლობა.
ეს აღმოჩენა მდგომარეობს შემდეგში: აივ შეიცავს ცილას, სახელად gp120, რომელიც ასრულებს მთავარ როლს ვირუსის მოქმედებაში და მისი დახმარებით ხდება ვირუსის მიმაგრება ორგანიზმის უჯრედებთან, რაც იწვევს შიდსის განვითარებას. ნორმალურ პირობებში ორგანიზმს შესწევს ისეთი ანტისხეულების გამომუშავების უნარი, რომლებიც გაანადგურებენ დაავადების გამომწვევ ვირუსებს. თუმცა, შიდსის შემთხვევაში ეს ვარიანტი არ გამოდგება, ვინაიდან ვირუსი მუდმივად განიცდის მუტაციას. სწორედ ამ მიზეზის გამო დღემდე ვერ ხერხდება აივ/შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა. მიუხედავად ამისა, ვირუსის ერთ-ერთი ნაწილი, კერძოდ gp120 არასოდეს იცვლება. კვლევის ავტორები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ თუ შესაძლებელი გახდება gp120-ის საშუალებით მოხდეს დარტყმის მიყენება ვირუსზე, მაშინ იგი დაკარგავს ძალას და ვეღარ შეძლებს შიდსის გამოწვევას.
ამჟამად ტეხასის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ტესტირებას გადიან განსაკუთრებული ანტისხეულები (აბზიმები), რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, შეძლებენ მიზანმიმართულად შეუტიონ gp120-ს. წინასწარმა კვლევებმა აჩვენა, რომ აბზიმების გამოყენების შემდეგ, ვირუსი სამუდამოდ კარგავს დაავადების გამოწვევის უნარს. შიდსის მკურნალობის ამ მეთოდიკის დასამტკიცებლად საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება. აღმოჩენის დეტალური აღწერა გამოქვეყნებულია ჟურნალში “Autoimmunity Reviews”.
http://www.medinfo.ru
2008.09.11