ჟურნალისტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ მთლიანი ან ნაწილობრივი გრანტები ბანკოკში (ტაილანდი) დაგეგმილ ტრენინგზე დასასწრებად. ტრენინგი, სახელწოდებით „აივ/შიდსის გაშუქება“, ჩატარდება 10-14 ნოემბერს. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 სექტემბერი.
კურსი შექმნილია ჟურნალისტების მხარდასაჭერად, რათა მათ უფრო მეტი თავდაჯერებულობით შეძლონ წერა აივ/შიდსთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებზე, იქნება ეს სოციოლოგიური, ეკონომიკური თუ კლინიკური ხასიათის.
კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მოქმედ ჟურნალისტებს, რომლებსაც აქვთ მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება და აშუქებენ აივ/შიდსის თემას.
როიტერსის ფონდი სრულ გრანტებს სთავაზობს ჟურნალისტებს პოლიტიკურად გარდამავალ ეტაპზე მყოფი განვითარებადი ქვეყნებიდან, რომლებიც მუშაობენ ისეთ ორგანიზაციებიში, რომელთაც არ გააჩნიათ რესურსები ტრეინინგებისთვის, ასევე ნაწილობრივ გრანტებს, შერჩევითობის მიხედვით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით foundation@reuters.com ან იხილეთ http://www.reuterslink.org/courses/hivaids_bangkok_nov08.htm.
http://media.ge
2008.09.03