მეცნიერებმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან აღმოაჩინეს რეზერვუარი, რომლებშიც შიდსის ვირუსი ემალება მედიკამენტების ზემოქმედებას. ასეთ ადგილი, მეცნიერების აზრით, ნაწლავების ლორწოვანი გარსია. განიცდის რა რეპლიკაციას ამ ორგანოში, შიდსი-ს ვირუსი არღვევს ორგანიზმის იმუნურ სისტემას.
”რეალური ბრძოლა ვირუსსა და ორგანიზმს შორის ხდება სწორედ ნაწლავში შიდსის ვირუსის შეჭრიდან საკმაოდ მალე” - იუწყება კვლევის ხელმძღვანელი სატია დენდიკარი (Satya Dandekar). ის გვახსენებს, რომ ნაწლავის ლიმფურ ქსოვილში ორგანიზმის მთელი იმუნური სისტემის დაახლოებით 70%-ია მოთავსებული. ვირუსის ჩანერგვა იწვევს ნაწლავების ლორწოვანის ანთებას და ამ უჯრედების მასიურ სიკვდილს.
ნაწლავების ლორწოვანის ანთება მნიშვნელოვნად აუარესებს დაავადების მიმდინარეობას მაშინ, როცა ნორმალური ლორწოვანი, პირიქით ხელს უშლის ვირუსის დამანგრეველ მოქმედებას.
ზემოთაღნიშნულის საილუსტრაციოდ მკვლევარს მაგალითად მოჰყავს აივ-ინფიცირებული პაციენტები, რომლებმაც შეძლეს ეცოცხლათ მკურნალობის გარეშე 10 წელზე მეტ ხანს. ამ პაციენტებში იმუნური სისტემა, მათ შორის კი T-ლიმფოციტები დიდხანს რჩებოდა დაუზიანებელი.
”ჩვენ შევისწავლეთ მათი ნაწლავების ლიმფური ქსოვილი და ვერ აღმოვაჩინეთ T-ლიმფოციტების რაოდენობის შემცირება, რაც შეესაბამებოდა დაავადების საუკეთესო გამოსავალს”. სატია დენდიკარის აზრით, შიდსი-ს კომპლექსური მკურნალობა უნდა მოიცავდეს ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებს, რათა აღდგეს ნორმალური ლორწოვანი და მოხდეს ნაწლავების მუშაობის ნორმალიზება.
უკანასკნელი კვლევის დროს ამერიკელი მეცნიერები აფასებდნენ აქტიური ანტივირუსული ქიმიოთერაპიის (highly active antiretrovirai therapy, HAART) ეფექტურობას 10 პაციენტში. მათმა გარკვეულმა ნაწილმა მკურნალობა დაიწყო დაინფიცირებიდან 4-6 კვირის შემდეგ, მეორე მაწილმა კი დაახლოებით ერთი წლის შემდეგ. სამი წლის განმავლობაში მკვლევარები აკვირდებოდნენ პაციენტებს. მკურნალობის ეფექტურობა ფასდებოდა სისხლის ანალიზისა და ნაწლავის ბიოფსიის საფუძველზე. აღმოჩნდა, რომ საუკეთესო შედეგები მიღწეული იქნა მაშინ, როცა აგრესიული ანტივირუსული თერაპია დაწყებული იქნა უფრო ადრე. ავტორთა მონაცემებით, იმ პაციენტებში, რომლებმაც დაიწყეს მკურნალობა უფრო ადრეულ ეტაპზე, ნაწლავების ლორწოვანის ანთება უფრო ნაკლებად იყო გამოხატული, ხოლო ამ ორგანოს იმუნური ფუნქციის აღდგენა კი უფრო სწრაფად ხდებოდა.
ამავე დროს, ის პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებოდათ ქრონიკული ანთებითი პროცესი ნაწლავებში, უარესად ექვემდებარებოდნენ მკურნალობას. ამ პაციენტების ნაწლავები ასრულებდნენ ვირუსის რეზერვუარის როლს და ხელს უშლიდნენ მის განადგურებას, - იუწყება დენდიკარი.
mednovosti.ru
http://mednovosti.ru
2006.08.03