შავი შოკოლადი და მოცვი არამარტო სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის, არამედ ამ ორ პროდუქტს შეუძლია წინ აღუდგეს დიაბეტის განვითარებას და ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას, - ასეთი შედეგები გამოაქვეყნეს მკვლევარებმა სტოკჰოლმის კაროლინის უნივერსიტეტისა და ერებრუს უნივერსიტეტებიდან
ამ სამედიცინო ცენტრებში ჩატარებული ექსპერიმენტების მონაწილეებს შესთავაზეს რამოდენიმე სორტის შოკოლადი. თეთრი და რძიანი შოკოლადისაგან განსხვავებით, 85%-იანი მწარე შოკოლადი თითქმის არ მოქმედებდა სისხლში შაქრისა და ინსულინის დონეზე. ასეთივე დადებითი ეფექტი აღმოაჩნდა მოცვის უშაქრო სასმელს.
გარდა ამისა, მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ სხვადასხვა სორტის შოკოლადი ასევე სხვადასხვანაირად მოქმედებდა სხვადასხვა სქესის წარმომადგენლებზე. მაგ. მამაკაცებისათვის ყველაზე ნაკლებად სასარგებლო აღმოჩნდა თეთრი შოკოლადი, ხოლო ქალებისათვის კი - რძიანი.
”ეს ძალიან საინტერესო შედეგებია. ჩვენ ვხედავთ, რომ დიაბეტისა და ჭარბი წონის მქონე ადამიანებს შეიძლება ვურჩიოთ შავი შოკოლადის მიღება. ცხიმების გადამუშავება ღვიძლში სხვადასხვანაირად მიმდინარეობს ქალებსა და მამაკაცებში, რითაც შეიძლება აიხსნას სხვადასხვა სორტის შოკოლადების მიღებას შორის არსებული განსხვავება”, - ამბობს პროფესორი კერსტინ ბისმარი.
მეცნიერები ექსპერიმენტებს გააგრძელებენ ამა წლის შემოდგომაზე. ისინი შეეცდებიან გამოარკვიონ, როგორ მოქმედებს კარგი საკვები და სასიამოვნო გარემოს სუბიექტური აღქმა დიაბეტით დაავადებული ადამიანების ჯანმრთელობაზე.
საცდელ ჯგუფი შედგება 160 ადამიანისაგან, რომლებშიც მედიკოსები გაზომავენ შაქრისა და ცხიმების შემცველობას სისხლში, ასევე სტრესის დონეს სადილობამდე და სადილის შემდეგ განსხვავებული მენიუსა და სერვირების პირობებში.
http://medlinks.ru
2008.08.18