მსოფლიოში შიდსით დაავადებულთა რიცხვმა მიაღწია 33 მლნ ადამიანს. ასეთი ციფრებია მოცემული გაეროს აივ/შიდსის გაერთიანებული პროგრამის (UNAIDS)
უკანასკნელ მოხსენებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დაავადების გავრცელების საწინააღმდეგოდ მიმართულმა ძალისხმევამ დადებითი შედეგი გამოიღო. კერძოდ, ვირუსის მატარებელთა რიცხვმა 2007 წლისთვის შეადგინა 2,7 მლნ-ს მაშინ, როდესაც 2001 წელს იყო 3 მლნ. უკანასკნელი ორი წლის მანძილზე შიდსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა 200 000 ადამიანით.
გაეროს მოხსენებაში ასევე ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ შიდსი კვლავ წარმოადგენს სიკვდილიანობის მთავარ მიზეზს აფრიკაში, სადაც ცხოვრობს შიდსით დაინფიცირებულთა 67 %, რომელთაგან სამი მეოთხედი ახალგაზრდების წილად მოდის. აფრიკის კონტინენტზე შიდსმა ათ მილიონზე მეტი ბავშვი დააობლა.
შიდსით დაინფიცირებულთა 2 მლნ მოდის დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთი ამერიკის ქვეყნების წილად, რომელთა შორის 1,2 მლნ მხოლოდ აშშ-შია. მკვლევარები აღნიშნავენ დაავადების ახალი შემთხვევების ზრდას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, ვიეტნამი, გერმანია, ინდონეზია, ჩინეთი, კენია, ასევე რუსეთი და უკრაინა.
დადებითი ძვრები აღინიშნება შიდსის დიაგნოზის მქონე ორსულ ქალებთან მიმართებაში. ქალების რიცხვმა, რომლებსაც უტარდებათ ნაყოფზე ვირუსის გადაცემის საწინააღმდეგო მკურნალობა, იმატა 20%-ით. შედეგად მედიკებმა დააფიქსირეს ახალშობილებში ახალი დაავადებების რიცხვის შემცირება.
UNAIDS -ის შეფასებით, მთლიანად მსოფლიოში 2007 წელს შიდსის საწინააღმდეგო სხვადასხვა პროგრამაზე გამოყოფილი იყო არანაკლებ 10 მლნ დოლარისა. ”გამარჯვებებმა ადამიანის სიცოცხლისთვის ბრძოლაში არ უნდა დაგვამშვიდოს”, - აღნიშნავს გაეროს პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი პიტერ პიოტი. იგი კვლავ მიანიშნებს ”პოლიტიკური ნებისა” გამოვლენისა და ”ინოვიაციური, გრძელვადიანი მექანიზმების” შეგნების აუცილებლობაზე საშიში დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. მისი სიტყვებით, უახლოესი ათწლეულისთვის ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო საშუალებები უნდა გაიზარდოს ექიმების მიერ დაინფიცირებულთა დიდი რაოდენობისთვის საჭირო დახმარების გათვალისწინებით.
http://ami-tass.ru
2008.08.04