სოკოები ეფექტურად აჩერებენ სხვადასხვა ფორმის სიმსივნური წარმონაქმნების ჩამოყალიბებას, მათ შორის სარძევე ჯირკვლისა და პროსტატის კიბოს განვითარებას.
ამერიკელი ბიოლოგები ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტიდან და კიბოს კვლევის ინსტიტუტიდან, ავსტრალიელ მკვლევარებთან ერთად ამტკიცებენ, რომ სოკოს მიღება ყოველდღე ძალზე სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის და სიმსივნური წარმონაქმნების პროფილაქტიკისათვის.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სოკოს ბუნებრივი შემადგენლობა ასუსტებს ნივთიერება არომატაზას მოქმედებას. არომატაზას ბლოკირება კი წარმოადგენს მთავარ გზას მოცირკულირე ესტროგენის დონის შემცირებაში იმ ქალებში, რომლებიც დაავადებული არიან სარძევე ჯირკვლის კიბოთი, ხსნიან ონკოლოგები. მამაკაცებში სოკოები ზრდიან ანტიგენ PSA-ის რაოდენობას, რომელიც ხელს უშლის პროსტატის კიბოს განვითარებას. სოკოები ასევე ამცირებენ ფერმენტ 5-ალფა-რედუქტაზას აქტივობას, რომელიც მონაწილეობს წინამდებარე ჯირკვლის დაავადების განვითარების პროცესში. სოკოს შემადგენლობაში მყოფი ლინოლენის მჟავები კი აძლიერებენ იმუნურ სისტემას. გარდა ამისა, ისინი ქოლესტერინის დონის კონტროლირებისა და ძვლების ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნების საშუალებას იძლევიან.
ამგვარად, მეცნიერები ურჩევენ ადამიანებს სოკოს სისტემატურად მიღებას.
http://www.medlinks.ru
2008.07.31