რაციონალური კვება ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის რისკს ქალებში. ის აგრეთვე დაკავშირებულია სხვა მიზეზებით გამოწვეული სიკვდილიანობის რისკის შემცირებასთან, აცხადებენ გერმანელი მკვლევარები. დასავლური ტიპის კვება კი ზრდის სიკვდილიანობის რისკს თავდაპირველად ჯანმრთელ ქალებში.
მკვლევარებმა პროფ. ჰეიდენმანის ხელმძღვანელობით გერმანიაში, გააანალიზეს კვების ტიპსა და გულ-სისხლძარღვთა მიზეზით გარდაცვალების რისკს, კიბოს მიზეზით სიკვდილიანობის და ყველა სხვა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის რისკს შორის არსებული ურთიერთკავშირი 72 113 ქალში, რომლებსაც თავიდან არ აღენიშნებოდათ გულს-სისხლძარღვთა დაავადება, კიბო და გულის უკმარისობა. მათზე დაკვირვება ხორციელდებოდა 1984-2002 წლებში. დაკვირვების 18 წლიანი პერიოდის მანძილზე გარდაიცვალა 6011 ქალი, მათ შორის 1154 – გულ-სისხლძარღთა დაავადების მიზეზით, ხოლო 3139 – კიბოს მიზეზით.
მრავალფაქტორულმა ანალიზმა აჩვენა, რომ რაციონალური კვება დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის 28%-ით, ხოლო ყველა სხვა მიზეზით გამოწვეული სიკვდილობის 17%-ით შემცირებასთან. კვების დასავლური ტიპი კი ასოცირდება გულ-სისხლძარღვთა მიზეზით სიკვდილიანობის რისკის 22%-ით, კიბოს – 16%-ით და ყველა სხვა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის რისკის 21%-ით ზრდასთან.
კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში “Circulation”.
http://www.medlinks.ru
2008.07.17