logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    შიდსით დაავადებული დედები ჯანმრთელ ბავშვებს აჩენენ

30 ივნისის მონაცემებით, შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 1673 აივ-ინფიცირებული. აქედან შიდსი განუვითარდა 700 ადამიანს, გარდაიცვალა 347 და მკურნალობას იტარებს 354 ადამიანი. რეგიონების მიხედვით ინფიცირების გავრცელების მასშტაბებით პირველ ადგილზეა თბილისი 582 შემთხვევით. აქედან ორმოცდაოთხი უცხოეთის მოქალაქეა. შემდეგ ადგილზეა აჭარა-სამეგრელო. რაც შეეხება ბავშვებს, ინფიცირებულია ორმოცდაშვიდი. მათი საშუალო ასაკი 11-12 წელია.
თითქმის ყველა ქვეყანაში დიდია სტიგმა აივ-ინფიცირებულთა მიმართ. საქართველო არც ამ შემთხვევაშია გამონაკლისი. არაერთი შემთხვევა დასტურდება სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმისა და სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევებიც არსებობს. ეს მაშინ, როცა საქართველოს კანონმდებლობა შიდსის ვირუსით ინფიცირებულებს და დაავადებულებს სრულფასოვანი სამედიცინო დახმარების მიღების უფლებასაც აძლევს და საჯარო სამსახურში მოღვაწეობისასაც.
ვერც მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებულობით დავიკვეხნით აივ-ინფექციასთან დაკავშირებით. საქართველოში ბევრია ისეთი ადამიანი, რომელმაც არაფერი იცის შიდსის შესახებ, ან დამახინჯებულ ინფორმაციას ფლობს გადაცემის გზების თაობაზე, რაც კიდევ უფრო ზრდის დისკრიმინირებულ განწყობას ინფიცირებულთა მიმართ.
გლობალური ფონდის დახმარების გარდა, რომელიც ჩვენს პაციენტებს საჭირო ანტირეტროვირუსული პრეპარატებით უზრუნველყოფს, ამ ადამიანებს მორალური მხარდაჭერაც სჭირდებათ. წლების მანძილზე ამ ფუნქციას შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდი ასრულებდა. ფონდის დირექტორის, ქალბატონ იზა ბოდოკიას თქმით, მათ დიდი მისია აკისრიათ. აქვთ ოთხი საკონსულტაციო ცენტრი - თბილისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში. ძალიან დიდი რაოდენობაა იმ ადამიანებისა, რომლებიც ამ საკონსულტაციო ცენტრებს აკითხავენ. თავიდან თუ 4-5 კაცი იყო, დღეს არაჩვეულებრივად მუშაობენ. ვინც კი იგებს, ექიმებს ეუბნებიან, რატომ არ ჩააყენეს საქმის კურსში დროულად და არ უთხრეს მათი არსებობის შესახებ, რადგან იქ თავისნაირი ადამიანები ეგულებათ. ერთმანეთთან არაჩვეულებრივი კონტაქტი აქვთ, ზრუნავენ ერთმანეთზე, უკვე ერთმანეთის ოჯახებში დადიან. ცენტრებში ხდება ბავშვების ინგლისურში მომზადება. აქვთ ინტერნეტის უწყვეტი ხაზი, ასწავლიან კომპიუტერთან მუშაობას. ტარდება ექსკურსიები, შეხვედრები.
უკვე ის, რომ ინფიცირებულში შიში აღარ არსებობს და ფონდში თუ საკონსულტაციო ცენტრში მოსულ ადამიანს აღარ ერიდება არავისი და ყველასთან ამბობს, რომ ინფიცირებულია, ეს უკვე უდიდესი რამაა სტიგმის დაძლევისთვის. ტარდება შეკრებები მათი ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან.
როგორც ქალბატონი იზა ბოდოკია აღნიშნავს, ოჯახის წევრების დამოკიდებულება ყოველთვის კარგი იყო. ცოტა სხვა დამოკიდებულებაა ნათესავის, თანამშრომლის მიერ. ოჯახის წევრის განწყობა იწყება შეცოდებით. შეიძლება შიშის ფაქტორიც არის, მაგრამ ისეთი დოზით, რომ ამას ინფიცირებული ვერ გრძნობს. ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების განწყობა.
სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით უნდა აღინიშნოს, რომ არის შემთხვევები, როცა უარს ეუბნებიან ინფიცირებულ პაციენტს სამედიცინო დახმარებაზე. ორი შემთხვევაში მომაკვდავ ინფიცირებულ პაციენტს ოპერაციას არ უკეთებდნენ და მხოლოდ პირველი ლედის, ქალბატონი სანდრას ჩარევის შემდეგ მოხდა ქირურგიული დახმარება. იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებმაც უარი თქვეს დახმარებაზე, სათანადო წერილი გაიგზავნა ქალბატონი სანდრას მიერ.
ექიმმა უნდა დაიცვას ელემენტარული წესები, რომლითაც ის თავს დაიზღვევს და ინფიცირებულს შეურაცხყოფას არ მიაყენებს არმიღებით.
ინფიცირებულთაგან ბევრი არ მუშაობს. თუ ვინმე მუშაობს, არავინ იცის თანამშრომელთაგან ეს ამბავი.
ბოლო ხანებში გახშირდა მეუღლისგან დაინფიცირების შემთხვევები. ვინც დაავადების შესახებ იფორმირებულია, საშინელი რეაქცია აქვს, ზოგი რრმა დეპრესიაში ვარდება. მაგრამ ყველაზე დიდი საშინელებაა, ბავშვის დაინფიცირების ფაქტი. ბავშვების ინფიცირების ძირითად მიზეზად საქართველოში ვერტიკალური გზა, ანუ დედიდან შვილზე გადაცემა რჩება. ერთადერთი შემთხვევა იყო ქუთაისის, როცა 6 ბავშვს გადაესხა ინფიცირებული სისხლი. ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე თორმეტი შემთხვევა აღინიშნა, როცა ინფიცირებულმა დედამ ჯანმრთელი შვილი გააჩინა.

მერი ნამორაძე

http://www.opentext.org.ge/akhalitaoba

2008.07.14


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006