logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    შიდსი სიცოცხლის საშუალებას იძლევა

განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებ, აივ-ინფიცირებულ ადამიანთა სიკვდილობის მაჩვენებელი, რომლებშიც ეს დაავადება მხოლოდ 5 წელს ითვლის, არ აღემატება ჯანმრთელი ადამიანების სიკვდილობის ალბათობას, განაცხადეს ბრიტანელმა მეცნიერებმა.
“Journal of the American Medical Association”-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, სქესობრივი გზით ინფიცირებული ადამიანების სიკვდილობის მაჩვენებელი იზრდება დაავადების განვითარებიდან 5 წლის შემდეგ. ამის მთავარ მიზეზად მეცნიერები ასახელებენ 1990-იანი წლების შუა პერიოდში განვითარებულ ანტირეტროვირუსულ თერაპიას, რომელიც დაავადების პროგრესირების მნიშვნელოვნად შეჩერების საშუალებას იძლევა.
მიღებული შედეგები არ ეხებათ ნარკოდამოკიდებულ პირებს, რომელთა სიკვდილობის მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება, მკურნალობაზე მყოფ, სხვა ჯგუფებთან შედარებით, განაცხადა ბრიტანეთის სამედიცინო კვლევითი საბჭოს წარმომადგენელმა, ქოლუდ პორტერმა.
ანტირეტროვირუსული თერაპია მართლაც კარგ შედეგებს იძლევა და აივ-ინფიცირებული ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა თითქმის უტოლდება ამ ინფექციის არმქონე ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობას. ამასთან, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება დიაგნოზის დროულად დასმას.
1990-იან წლებში შექმნილმა ანტირეტროვირუსულმა თერაპიამ აივ-ინფიცირებულთა სიცოცხლის ხანგრძლივობა მკვეთრად გაზარდა და ეს განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში შეიმჩნევა. დღესდღეობით არ არსებობს ისეთი მედიკამენტი, რომლის დახმარებითაც შიდსი განკურნებადი გახდება (თუმცა მისი შექმნის მცდელობა სულ უფრო მატულობს). მაგრამ არსებობენ პრეპარატები, რომლებსაც შესწევთ ამ დაავადების პროგრესირების შეჩერების უნარი.
1996 წლამდე, მანამ, სანამ ეს პრეპარატები არ იყო იოლად ხელმისაწვდომი, სიკვდილობის რისკი უდრიდა 8-20%-ს, ასაკთან დამოკიდებულებით. ახლა კი, ეს პროცენტული მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდება.
სიკვდილობის რისკი მატულობს 5 წლის შემდეგ, შესაძლოა იმიტომ, რომ ადამიანები ამ პერიოდში უფრო ნაკლები რეგულარობით ღებულობენ ანტირეტროვირუსულ მედიკამენტებს. ამჟამად, 15-24 წლის ინფიცირებულ პაციენტებში, 10 წლის გასვლის შემდეგ, სიკვდილობის მაჩვენებელი მხოლოდ 5%-ით აღემატება ჯანმრთელი ადამიანების სიკვდილობის რისკს, ხოლო ინფიცირებიდან 15 წლის გასვლის შემდეგ, ეს პროცენტული მაჩვენებელი 7%-მდე იზრდება. 45 წლის ასაკის ზემოთ, სიკვდილობის მაჩვენებელი უდრის 5%-ს, 10 წლის შემდეგ, ხოლო 12%-ს – 15 წლის შემდეგ.
აივ ვირუსით მთელ მსოფლიოში ინფიცირებულია დაახლოებით 33 მლნ ადამიანი. მათი უმეტესობა აფრიკის მაცხოვრებელია. შიდსით უკვე გარდაიცვალა 25 მლნ ადამიანი.

http://www.medlinks.ru

2008.07.03


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006