ჩაი გვიცავს მზისაგან
აღმოჩნდა, რომ მზისაგან დასაცავად კოსმეტიკური საშუალებების გარდა ჩაის გამოყენებაც შეგვიძლია. ითვლება, რომ ჩაის შენადგენლობაში მყოფი ნივთიერებები იცავენ კანს ულტრაიისფერი სხივებისაგან და ამუხრუჭებენ თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას.
• სამხრეთ ქვეყნებში წყლის მაგივრად დალიეთ ჩაი. მაგ. ასე იქცევიან შუა აზიის ქვეყნებში;
• მცხუნვარე მზის სხივებისაგან დასაცავად გარეთ გამოსვლის წინ სხეულის ღია ადგილებში წაისვით ახლად დაყენებული ჩაის ნაყენი, უმჯობესია ეს იყოს მწვანე ჩაი. შავი ჩაის გამოყენებისას კანი იღებს დამახასიათებელ მუქ შეფერილობას და აღარ დაგჭირდებათ კრემის ხმარება ავტოზაგარისათვის.
დამწვრობის წინააღმდეგ
ახლად დაყენებული ჩაი არამარტო ულტრაიისფერი სხივებისაგან დაგიცავთ, ის კარგია მზის სხივებით განვითარებული დამწვრობის დროსაც. საქმე იმაშია, რომ ჩაის აქვს ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები, ხოლო მის შემადგენლობაში არსებული ვიტამინი Р აძლიერებს კაპილარების კედლებს და ამცირებს მის განვლადობას.
• თუკი მიიღეთ მზით დამწვრობა, და ხელთ არ გაქვთ პანთენოლი და არაჟანი, გამოიყენეთ ჩაი. ამისათვის მოადუღეთ ჩაის მუქი ნაყენი, შეფუთეთ ნახევარი საათით და შემდეგ გააგრილეთ. დაასველეთ დოლბანდის ქსოვილი ნაყენში და დაიფინეთ დამწვარ ადგილებზე. კომპრესი გაიჩერეთ 20-30 წთ. საჭიროებისას პროცედურა გაიმორეთ დღეში 3-4-ჯერ.
კარიესის წინააღმდეგ
აღმოჩნდა, რომ ფტორი, რომელიც იცავს კბილებს კარიესისაგან, შედის არამარტო პროფილაქტიკური კბილის პასტებში, არამედ ის ჩაიშიც არის. ეს მიკროელემენტი რემინერალიზაციის ეფექტის ხარჯზე ემალს უფრო ამყარებს და ამავე დროს ამცირებს კბილის ნადებში გამრავლებული ბაქტერიებისაგან მიყენებულ ზიანს.
• საკვების მიღების შემდეგ გამოივლეთ პირის ღრუში ახლადდაყენებული მწვანე ჩაი ან გადაგდების ნაცვლად, რამოდენიმე წუთის განმავლობაში ღეჭეთ მწვანე ჩაის ფოთოლი, რომელიც დაგრჩათ ჩაის დაყენების შემდეგ (შავი ჩაი კბილებს აყვითლებს!)
ჩაი ებრძვის ოფლს
აღმოჩნდა, რომ ჩაის შემადგენლობაში არსებული მთრიმლავი ნივთიერებები, რომლებსაც აქვთ ანტისეპტიკური და ანტიმიკრობული მოქმედება, არამარტო ამცირებენ ოფლის გამოყოფას, არამედ აქრობენ ოფლისათვის დამახასიათებელ უსიამოვნო სუნს. ეს უკანასკნელი კი არის კანის ზედაპირზე არსებული ბაქტერიების ცხოველმყოფელობის პროდუქტი. რასაკვირველია, უეჭველია დეზოდორანტებისა და ანტიპერსპერანტების საჭიროება, მაგრამ ამასთან ერთად ხელ-ფეხის ჭარბი ოფლიანობის შემთხვევაში სასარგებლო იქნება ჩაის აბაზანების გაკეთებაც.
• აიღეთ სამი სუფრის კოვზი მწვანე ჩაი ნახევარ ლიტრ წყალზე: აადუღეთ რამოდენიმე წუთი, გააგრილეთ. მიღებული მძაფრ ნაყენში მოათავსეთ ხელის მტევნები (ან ფეხის ტერფები) 10-15 წუთით. შავი ჩაი ისევე მოქმედებს, როგორც მწვანე, მაგრამ იწვევს კანის ფერის შეცვლას.
ჭარბი წონის წინააღმდეგ
მწვანე ჩაის დახმარებით შეიძლება მოვიკლოთ წონაში. მას სვამენ შაქრისა და რძის გარეშე, ე.ი. მინიმალურ კალორიებს შეიცავს. შესაბამისად, დღიური რაციონის ენერგეტიკული ღირებულება მცირდება. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, მწვანე ჩაი მასში შემავალი მიკროელემენტებისა და ვიტამინების წყალობით, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას. ის არეგულირებს მადას. მაგ. ვირთხებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ის ვირთხები, რომლებისაც წყლის ნაცვლად ასმევდნენ მწვანე ჩაის, ნაკლებ საკვებს იღებდნენ.
• დღის განმავლობაში მიიღეთ მინიმუმ 2-3 ჩაის ჭიქა მწვანე ჩაი.
ნაკბენების წინააღმდეგ
მწვანე ჩაის ნაყენის საფენები კოღოსა და ფუტკრის ნაკბენის მიდამოში შეგიმცირებთ ქავილსა და ტკივილს.
საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად
ყველასთვის ცნობილია, რომ კუჭის აშლილობის დროს კარგია მუქი შავი ჩაის დალევა.
ჯანმრთელებში მუქი შავი ჩაი კარგია საკვების ზედმეტი რაოდენობით მიღების შემდეგ.
ჩაი აუმჯობესებს თავის ტვინის მუშაობას
ჩაი ხსნის დაღლილობას და ზრდის შრომის უნარს. ეს ხდება მასში კოფეინისა და ტეანინის შემცველობის წყალობით. დადგენილია, რომ მშრალი ჩაის 1-2%-ს შეადგენს ტეანინი. ეს უნიკალური ნივთიერება წარმოადგენს ამინომჟავას, რომელიც ხელს უწყობს ერთის მხრივ დამშვიდებას და ზრდის კონცენტრირების უნარს, ამავე დროს იგი უზრუნველყოფს გონების აქტიურ მდგომარეობაში ყოფნას, საღ აზროვნებას დღის განმავლობაში. ეს ეფექტი შესამჩნევია დღეში 3 ჩაის ჭიქა ჩაის დალევისას.
ამ ბოლო დროს კი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ჩაის კიდევ ერთი თვისება (ეხება როგორც შავ, ასევე მწვანე ჩაის), შეანელოს ასაკობრივი ცვლილებების განვითარება თავის ტვინში. ასე, რომ ჩაის მოყვარულებს, რომლებიც მიირთმევენ დღეში 5 ჭიქამდე ჩაის, აქვთ შანსი სიბერეს საღი გონებით შეხვდნენ.
ჩაი და სილამაზე
ვიტამინები, ანტიოქსიდანტები, მიკროელემენტები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები ჩაის აქცევენ მშვენიერ კოსმეტიკურ საშუალებად, რომლის გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერ ასაკში და ნებისმიერი ტიპის კანის შემთხვევაში.
• ჩაის ნიღაბი მშრალი კანისათვის: კვერცხის გულის გასრისეთ ერთ ჩაის კოვზ ზეითუნის ზეთთან ერთად, დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი მწვანე ჩაის ფხვნილი. მიღებული მასა დაიდეთ სახეზე 20 წთ, ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
• ჩაის ლოსიონი ცხიმიანი კანისათვის (წმენდს სახეს, ამცირებს ცხიმიანობას, აუმჯობესებს სახის ფერს): აადუღეთ 100 მლ გაზგაშვებული მინერალური წყალი და მოადუღეთ მასში 2 ჩ. კოვზი მწვანე ჩაი. ნახევარი საათის შემდეგ ნაყენი გაფილტრეთ და დაამატეთ 5 წვეთი ლიმონის წვენი. შეინახეთ ლოსიონი მაცივარში. გაიწმინდეთ სახე დილას და საღამოს.
• ნორმალური კანისათვის - მოადუღეთ მუქი მწვანე ჩაი, დაუმატეთ მარილი (უმჯობესია ზღვის მარილი), გააგრილეთ, გაყინეთ. მიღებული ყინულის კუბიკებით გაიწმინდეთ სახე დილაობით.
• ჩაის კომპრესი მობერებული სახის კანისათვის (იგი კანს უფრო მკვრივსა და ელასტიურს გახდის): მწვანე ფოთლოვან ჩაის დაასხით მდუღარე, 2-3 წთ-ის შემდეგ გაცხელებულ ფოთლები დაიფინეთ სახეზე (თვალისა და ტუჩების მიდამოს გარდა) და გადაიფარეთ ხაოიანი პირსახოცი. ფოთლების გარდა შეგიძლიათ დაიფინოთ მდუღარეგადასხმული მწვანე ჩაის პაკეტები. კომპრესი გაიჩერეთ სახეზე მის სრულ გაცივებამდე.
• მატონიზებელი სახის ნიღაბი 40 წლის ზევით: 2 ჩაის კოვზი მწვანე ჩაი დაფქვით ყავის საფქვავში, დაასხით მდუღარე წყალი იმ რაოდენობით, რომ მიიღოს არაჟნის კონსისტენცია. თბილ მდგომარეობაში დაიდეთ სახეზე და კისრის მიდამოში. გრილი წყლით ჩამობანამდე გაიკეთეთ ხელით ნაზი მასაჟი.
http://medportal.ru
2008.06.26